უკრაინის პრობლემის გარდა, საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხებზეც ილაპარაკეს. მილერის განცხადებით, საქართველოს მხარე მზად არის სამხრეთ ოსეთში გაზის მიწოდება აღადგინოს. ამ განცხადებებს თბილისში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. არის,მართლაც, მზად საქართველოს მხარე ცხინვალის რეგიონს გაზის მიწოდება აღუდგინოს?
რუსეთ-საქართველოს რამდენიმეწლიანი გაზის კონფლიქტის შემდეგ „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ანდრეი მილერმა რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელს ვლადიმირ პუტინს უპატაკა, რომ ქართველ პარტნიორებთან ურთიერთობა ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს:
[პუტინის ხმა] „როგორ მიდის მუშაობა ქართველ პარტნიორებთან?’
[მილერის ხმა] „იცით, მუშაობა მიმდინარეობს ნორმალურ სამუშაო რეჟიმში და, აი, ახლახან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცი იმის შესახებ, რომ საქართველოს...“
[პუტინის ხმა] „ესე იგი თქვენ აწვდით გაზს საქართველოს.“
[მილერის ხმა] „დიახ, ახლახან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცი იმის შესახებ, რომ საქართველოს მხარე მზად არის აღადგინოს გაზის მიწოდება სამხრეთ ოსეთში.“
[პუტინის ხმა] „და ისე, ეს რესპუბლიკა იღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოცულობას?“
[მილერის ხმა] „დიახ.“
ცხინვალის ხელისუფლება, რუსეთის ძალისხმევით, ეუთოს მანდატის შეჩერების შემდეგაც კი მოითხოვდა ამ ორგანიზაციისგან ოფიციალურ თბილისზე ზეწოლას, გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით. მაგრამ, როგორც ირკვევა, თავად მოსკოვს არ აქვს გამოყოფილი ცხინვალისთვის საჭირო გაზი.
კომპანია „იტერა-საქართველოს“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ირაკლი ნიკოლაიშვილმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ”გაზპრომთან” შეთანხმებულ ბუნებრივი აირის მოცულობაში ცხინვალის რეგიონისთვის მისაწოდებელი გაზი გათვალისწინებული არ არის. „სამწუხაროდ, „გაზპრომის“ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებაო“, - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
ოფიციალური თბილისი ცხინვალისთვის გაზის შეწყვეტის მიზეზად აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს მილსადენის დაზიანებას ასახელებს. ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, მილსადენის აღდგენა უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო ვერ ხერხდება:
[ალექსანდრე ხეთაგურის ხმა] „მიმდინარეობს შეუჩერებელი სროლა იმათი მხრიდან, როგორც კი იქ ვინმე გამოჩნდება. აქედან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ მივდივართ ამ გაზსადენამდე იმისთვის, რომ რეაბილიტაცია ჩავატაროთ. მოგვეცემა თუ არა საშუალება, ჩვენ ჩავატარებთ რეაბილიტაციას და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილება საკითხი გაზმომარაგების აღდგენაზე. დღესდღეობით შეუძლებელია იქ გაზის მიწოდება.“(სტილი დაცულია)
რაც შეეხება რუსეთის მიერ საქართველოსთვის გაზის სტაბილურ მიწოდებას, რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომისგან“ ბუნებრივ აირს კომპანია „იტერა-საქართველო“ 280 აშშ დოლარად ყიდულობს. ”იტერასთან” აქვთ ხელშეკრულებები „საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ და „ენერჯი-ინვესტს“ . მათი მომხმარებელია რამდენიმე დასახლებული პუნქტი და მსხვილი საწარმო, მათ შორის არ არის თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია.
ხელშეკრულებები გაფორმებულია და, გასული წლებისგან განსხვავებით, რუსეთიდან გაზის შეწყვეტის შესაძლებლობა აღარ არსებობს, რადგან საქართველოს გაზით მომარაგება დივერსიფიცირებულია. ამას აცხადებენ როგორც საქართველოს ხელისუფლების წამომადგენლები, ასევე გაზის საკითხთა ექსპერტები - მათ შორის, დავით ებრალიძეც. იგი აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის სიძვირითაა უკმაყოფილო:
[დავით ებრალიძის ხმა] „რეალურად ეს არის 280 დოლარი - დაახლოებით ის თანხა, რა თანხადაც ”გაზპრომიც” თანახმაა საქართველოს მიაწოდოს გაზი. იმიტომ ყიდულობს ის კომპანიები 280 დოლარად რუსეთისგან, რომ განსხვავებას ვერ ხედავს. ამდენად, აქ არსებითი ის კი არ არის, რუსეთისგან რამდენად ვყიდულობთ, არამედ აზერბაიჯანთან, რადგან რუსეთი ფასს აზერბაიჯანის მიხედვით ადგენს.“(სტილი დაცულია)
როგორც ცნობილია, საქართველომ აზერბაიჯანთან გაზის საჭირო მოცულობის სტაბილური მოწოდების შესახებ 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ჯერჯერობით გაზის საფასური კომერციულ საიდუმლოებად ითვლება. ხელისუფლება მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ბუნებრივი აირი არც შეწყდება და არც გაძვირდება.