ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაციის მოსკოვში
ორშაბათს ვიზიტამდე, კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ საფრანგეთში, ავინიონში, სადაც “კავკასიის კონფლიქტის” მოგვარების გზებზე იმსჯელეს. საფრანგეთის დელეგაციის თანახმად, მინისტრები ყველაფრის გაკეთებას აპირებენ, რათა სარკოზის ვიზიტი წარმატებული იყოს. პრიორიტეტია რუსეთის ჯარის გაყვანა საქართველოდან, განაცხადეს მათ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა ავინიონში პირველად აღიარა, რომ ექვსპუნქტიანი გეგმის თარგმნისას მოხდა შეცდომა, და რომ რუსულ თარგმანში წერია: უსაფრთხოება "აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთისა¨, ფრანგულ ვერსიაში კი, უსაფრთხოება "აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში¨. კუშნერმა თქვა, რომ ექვსპუნქტიანი შეთანხმების არსი არის ცხადი, რუსეთის ჯარი უნდა დაუბრუნდეს 6-აგვისტომდელ პოზიციებს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ გამოაგზავნონ საქართველოში დამკვირვებლები, თუმცა მათი განთავსების დეტალები ჯერ დამუშავებული არ არის, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ 6 სექტემბერს.