რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების ლეგენდა მთიან რეგიონში ტერორისტების აღმოჩენა-განადგურებასა და საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამაგრებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ვლადიკავკაზის მოტომსროლელთა პოლკს მიცემული აქვს საქართველოსთან დამაკავშირებული როკის გვირაბის მყისიერად ჩაკეტვის დავალება, რომელიც, თავის მხრივ, ნაწილია საქართველოს კონფლიქტის ზონებში მშვიდობის იძულებით დამყარების ოპერაციისა. სულ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „კავკასია -2008 -ში“ რვა ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და ჯავშანტექნიკის 700-მდე ერთეული მონაწილეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სარდლის თანაშემწე, პოლკოვნიკი იგორ კონაშენკოვი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ორი კვირის წინ დაწყებული წვრთნა გეგმიურია და მასში მონაწილეობას იღებენ ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის, მედესანტეთა ჯარების, სამხედრო საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო ჯარების შენაერთები და სამხედრო ნაწილები. იმ ფაქტს, რომ სწავლება გეგმიურია, რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერიც ადასტურებს, თუმცა მის შეშფოთებას სწავლების ლეგენდა და გაზრდილი მასშტაბი იწვევს:
[პაველ ფელგენჰაუერის ხმა] „სამხედრო სწავლება მთელ რეგიონს მოიცავს, რაც ძალიან არასასიამოვნო და სახიფათო ფაქტია, რადგანაც ასეთი ტიპის წვრთნა შეიძლება აღქმულ იქნეს ომისთვის მზადებად ან ამ სამზადისის შენიღბვის მცდელობად.“
ჩრდილოეთ კავკასიაში დაწყებულ სამხედრო წვრთნებს ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც. გაერთიანებული შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ ზაზა გოგავას თქმით, რუსეთი ცდილობს სწავლება პლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენოს:
[ზაზა გოგავას ხმა] „ამ ბოლო დროს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი თავისი პოლიტიკით ცდილობს მეზობელი ქვეყნის მიმართ ე.წ. „დაშინების პოლიტიკის“ გატარებას, ამიტომაც სცენარი, ნაწილობრივ, გათვლილია არაღიარებული სეპარატისტული რესპუბლიკების დახმარებაზე.“ (სტილი დაცულია)
სწავლების სცენარს, რომლის შესახებაც ზაზა გოგავა ლაპარაკობდა, კარგად იცნობენ საქართველოს პარლამენტშიც. დავით დარჩიაშვილი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - ამბობს, რომ საქმე გვაქვს ღია და აგრესიულ პროვოკაციასთან, რომლის მიღმა მეზობელი ქვეყნის მიზნები და ინტერესები იკვეთება:
[დავით დარჩიაშვილის ხმა] „ეს არის ამწუთიერი ამბიციები, რომ ჰქონდეთ შენარჩუნებული მაქსიმალური გავლენა სამხრეთ კავკასიაში, ანუ ამა თუ იმ ფორმით განახორციელონ საკუთარი იმპერიული ოცნება. ეს არ არის ნორმალური საზოგადოების და ნორმალური პოლიტიკური სისტემის ინტერესი. სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკოსი რუსეთში ასე დამახინჯებულად აღიქვამს იმას, თუ რა არის ინტერესი და რა ნაბიჯები უნდა იდგმებოდეს.“ (სტილი დაცულია)
სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი სწორედ ამ გადადგმული ნაბიჯების ანალიზის საფუძველზე ვარაუდობს, რომ საქართველო-რუსეთის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა სულ მალე ლოგიკურ გაგრძელებას პოვებს:
[პაველ ფელგენჰაუერის ხმა] „ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე კვირები დარჩა. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ, ვიმეორებ, ომის დაწყების ალბათობა ძალიან, ძალიან მაღალია!“
პაველ ფელგენჰაუერის ამ ვარაუდს ნაწილობრივ იზიარებენ თბილისში, თუმცა დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამხედრო დაპირისპირება. ყველაფრის კეთებაში დეპუტატი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და აქტიურ საგარეო პოლიტიკას გულისხმობს. რაც შეეხება ქართველ სამხედროებს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ზაზა გოგავა ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე სამხედრო სწავლებას მშვიდად აკვირდება:
[ზაზა გოგავას ხმა] „პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ აღარ არის ისეთი საქართველო, რომელსაც რამე სახის გამოწვევების ეშინია, რომელიც სხვის თამაშზე წამოეგება და მერე დათმობს რაღაცას. სწავლების შესახებ ვიტყვით: გამომდინარე იქიდან, თუ რა პრობლემები აქვს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ყოფილ საბჭოთა კავშირის არმიას, ეს არის საბჭოთა ტრადიციების მქონე ჯარის ზედმეტად ხმაურიანი წვრთნები.“ (სტილი დაცულია)