სერბიის პარლემენტი დიპლომატიური კონტაქტების გაწყვეტით ემუქრება დასავლეთის ქვეყნებს, თუკი
ისინი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებენ. რეზოლუციაში, რომელიც სერბიის პარლამენტმა ოთხშაბათს მიიღო, ნათქვამია, რომ ქვეყანა შეაჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსაც, თუკი მისი სუვერენიტეტი არ იქნება დაცული. რეზოლუციას სერბიის პარლამენტის 220-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო მხოლოდ 14, ხოლო თავი შეიკავა 3-მა დეპუტატმა. პარლამეტში მეტად მწვავე დებატები გაიმართა. სერბიის პრემიერ-მინისტრმა ვოისლავ კოშტუნიცამ ბრალი დასდო ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ის ღიად უჭერს მხარს კოსოვოს დამოუკიდებლობას და ამით ბლოკავს შესაძლებლობებს – გამოინახოს საერთო ენა ეთნიკურ ალბანელებთან. სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ ერემიჩმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბელგრადი კოსოვოს დამოუკიდებლობას ვერ შეეგუება: "სერბია ევროპისკენ აღებულ გეზს შეინარჩუნებს. და ამასთან, გააკეთებს ყველაფერს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ძალის გამოყენების გარეშე, რათა დაიცვას სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა." ევროკავშირის რიგი ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, მხარს უჭერენ სერბიის პროვინციის, კოსოვოს, გადაწყვეტილებას - გამოაცხადოს დამოუკიდებლობა მომავალი წლის დასაწყისში. რადგანაც მოლაპარაკებათა ხანგრძლივი პროცესი უშედეგოდ დასრულდა.