აშშ-ში, დასავლეთიდან აღმოსავლეთ სანაპირომდე, ხოლო ჩრდილოეთით - კანადამდე, ფუტკრის 60-80 პროცენტი დაიხოცა, რის შედეგადაც მსოფლიო ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ფასები გაიზრდებაო. ეკონომიკურმა ორგანიზაციებმა ამ ფაქტს ყურადღება მიაქციეს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ადამიანის - და არამხოლოდ ადამიანის - საკვებით უზრუნველყოფა ამ მუყაით არსებაზე, ფუტკარზეა დამოკიდებელი. თანხა, რომელსაც ფუტკარი, აშშ-ში მცენარეთა დამტვერვით, ასე ვთქვათ, “გამოიმუშავებს”, 18 მილიარდ დოლარს უდრის. სახალხო მეურნეობის თვალსაზრისით, ფუტკარი მნიშვნელობით მესამე ადგილზეა, ძროხისა და ღორის შემდეგ.
ალბათ, ვერც იფიქრებდით, რომ გარდა თაფლისა, - ასევე ცვილისა თუ სხვა, შედარებით ნაკლებად გავრცელებული, პროდუქტისა, - ფუტკარს, ასეთი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენს გამოკვებაში. და აი, ახლა ის განადგურებულია დიდი რაოდენობით, ამის მიზეზი კი არავინ იცის. მედია ლაპარაკობს ფუტკრის შიდსზე, იმუნური სისტემის უკიდურეს დაქვეითებაზე. ფაქტი, რომ ფუტკრის მკვლევრებმა ამ ფენომენს “ფუტკრის ოჯახების უწესრიგო განადგურება” უწოდეს, იმაზე მეტყველებს, რომ არ იციან, რამ გამოიწვია ეს მოვლენა. მხოლოდ ამერიკაში კი არა, ბოლო წლებში მსგავსი შემთხვევები ევროპაშიც მოხდა. მაინც რა იწვევს ამ ასე საჭირო მწერის დასუსტებასა და მოსპობას? გერმანიაში მოქმედი გაერთიანების, “მელიფერას”, მმართველი საბჭოს წარმომადგენელი ტომას რადეცკი აშშ-ში ფუტკრის განადგურებასთან დაკავშირებით წერს, ფუტკრის ჯანმრთელობის შესუსტებას არაერთი ფაქტორი იწვევსო. მან გვითხრა, ახალი აქ მხოლოდ ის არის,რომ ამერიკის კონტინეტის ასე დიდ ფართობზე მოხდა ეს, თორემ მსგავსი რამ ადრეც ხდებოდა და, სხვათა შორის, ხდებოდა ევროპაშიცო.
ტომას რადეცკიმ, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდი, თქვა, წლების განმავლობაში ფუტკარი, რომელიც საკმარისად ძლიერი არსებაა, უძლებდა დატვირთვას, ეგუებოდა მას, მაგრამ ახლა იმ სტადიაში ვართ, როცა ის ამას ვეღარ ახერხებსო:
(რადეცკის ხმა) “ამას არაერთი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის, თანამედროვე სოფლის მეურნეობაში გამოყენებული შხამქიმიკატები, რომელთაც ეკუთვნის ინსექტიციდებიც, ანუ საშუალება, რომელიც მავნებელ მწერებს ანადგურებს. ჩვენი ფუტკრებიც მწერები არიან და თაობათა მანძილზე დატვირთვა მეტისმეტად გაიზარდა.”
ზემოთ გითხარით, რა დიდი სარგებლობა მოაქვს ფუტკარს და რა განუზომელია მისი მნიშვნელობა დამტვერვისათვის. ტომას რადეცკი ამ მნიშვნელობას განმარტავს და ამბობს, რომ აშშ-ში გამოთვლილ 18 მილიარდიან ზარალში, რაც ფუტკრის ოჯახების მასობრივ დაღუპვას მოჰყვა, არ იგულისხმება ის დიდი ზარალი, რომელიც ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს მიადგა - ბევრი ცხოველი, ასევე ფრინველი და ქვეწარმავალი ხომ ველური მცენარეებით იკვებება. ჩემი თანამოსაუბრე მახვილგონივრულად გამოხატავს ამ აზრს და ამბობს, რომ თაფლი მთავარი პრობლემა არ არის, რადგან მისი იმპორტი შესაძლებელია, შეუძლებელი დამტვერვის იმპორტირებაა. მე ტომას რადეცკის ვკითხე, არის თუ არა ფუტკრის ჯიშების იმპორტი გამოსავალი, როცა ადგილობრივ ის მასობრივადაა განადგურებული. მისი თქმით, ფუტკრების შემთხვევაში მდგომარეობის გამოსწორება ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე სხვა არსებების შემთხვევაში. ის მომხრეა იმისა, რომ თვით ადგილობრივ ჯიშებს მიეხედოს, რასაც ასე ასაბუთებს:
(რადეცკის ხმა) “ეს ძველი ჯიშები მორგებული არიან თავიანთ სამშობლოს, მის ჰავას, მცენარეთა სამყაროს და იქაური პირობების შესაბამისი გამძლეობა აქვთ. არის აზრიც, რომ ადგილობრივი ჯიშები ადგილობრივ მცენარეებს ამტვერიანებენ. გერმანიაში, მაგალითად, ბინადრობს ჯიში, აპის მელიფერა კარნიკა, რომელიც აქაურ მცენარეთა მესამედსაც კი არ ამტვერიანებს, რადგან თავის სამშობლოში ის ამ მცენარეებს არ იცნობდა. ასე რომ, დამტვერიანების ნაკლებობას განვიცდით, რადგან უცხო ფუტკარი გვყავს.”
ჩემს გაოცებაზე, როგორ, განა ფუტკარი ცნობს მცენარეს, რომელსაც მისი წინაპრები იცნობდნენ-მეთქი? - “მეფუტკრეობის ოსტატმა” - ასეთია ტომას რადეცკის სტატუსი - დადებითად მიპასუხა.
კვლავ დავუბრუნდეთ შხამქიმიკატებს, რომელსაც, გლეხების გარდა, მეფუტკრეებიც ხმარობენ მავნებლებისგან ფუტკრის დასაცავად. ტომას რადეცკი ამბობს, რომ მათ თავიანთ გაერთიანებაში ორგანული მჟავებისგან შექმნეს ალტერნატიული საშუალება, საკმაოდ ეფექტიანი, რაც ევროპის არაერთმა ინსტიტუტმა დოკუმენტურად დაადასტურა. ახლა მთავარია, ასე ვთქვათ, ”ფხიზელმა” მეფუტკრეებმა მოინდომონ მისი გამოყენება. მაგრამ აქ მთავარი თაფლის სისუფთავე კი არ არის, - ძალიან ბევრი თაფლი უნდა ჭამოს ადამიანმა, მავნე ნივთიერების რამდენამდე საგრძნობი ოდენობა რომ მიიღოს, - მთავარი ფუტკარია.
(რადეცკის ხმა) “ჩემთვის, როგორც “მეფუტკრეობის ოსტატისთვის” , უმთავრესია ფუტკარზე ზრუნვა. ცხადია, თაფლის ხარისხზეც ვფიქრობთ, მაგრამ როცა მოწამლული თაფლით ფუტკარი იკვებება, მას ბევრად მეტი ზიანი ადგება. მისი სხეულის წონისა და მიღებული თაფლის შეფარდება სულ სხვაა, ვიდრე ადამიანის შემთხვევაში.”
მომწამვლელი ნივთიერების საკითხს ჩვენს საუბარში მოჰყვა გენეტიკურად სახეცვლილი მცენარეების თემა. ამ კონტექსტში ის ერთობ აქტუალურია, რადგან აშშ-ში, სადაც სიმინდის მთელი ფართობის 40 და ბამბის მთელი ფართობის 57 პროცენტი გენეტიკურად მანიპულირებულ მცენარეზე მოდის, ეს მცენარეები ისეა სახეცვლილი, რომ მათი თითოეული უჯრედი თავად წარმოშობს მავნებლებისგან დამცველ შხამს. ფუტკარს შეერთებულ შტატებში კვებავენ სიმინდის სიროფით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს მას. გერმანიის იენის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰანს ჰაინრიხ კააცმა პრესაში აზრის გამოთქმისას არ გამორიცხა, რომ ფუტკრის იმუნიტეტის ძლიერ დაქვეითებას ეს ტოქსინი იწვევდეს. ტომას რადეცკის მიაჩნია, რომ გენეტიკურად მანიპულირებული მცენარეების უსაფრთხოებაზე დამოუკიდებელი კვლევა შეზღუდულია:
(რადეცკის ხმა) “არ ხდება გენეტიკურად სახეცვლილი მცენარეების დამოუკიდებელი კვლევა. იკვლევენ მხოლოდ ისინი, ვისაც ან მრეწველობა აფინანსებს, ან კიდევ მრეწველობასთან დაახლოებული უწყებები. არის ასევე ძალიან მცირე ფინანსური შესაძლებლობის მქონე ორგანიზაციები, რომელთა დამოუკიდებელი კვლევა აშკარად აჩვენებს, რომ დიდი პრობლემები არსებობს.”
გენეტიკურად სახეცვლილი მცენარეების თაობაზე აზრები, როგორც ითქვა, იყოფა. ჩემი თანამოსაუბრე, მაგალითად, მათ საწინააღმდეგოდ, ვინც ამტკიცებს, რომ ასეთი მცენარე მოსავლიანობას ზრდის, შემდეგს ამბობს:
(რადეცკის ხმა) “ასევე არაა მართალი, რომ მავნებლებისგან დამცველი პრეპარატების გამოყენება მცირდება. პირიქით, ორ-სამ წელიწადში მათი მოხმარება გაიზარდა კიდეც, რადგან სარეველები და მავნებლები მათ შეეგუვნენ და საჭირო გახდა უფრო ხშირი შეწამვლა.”
ტომას რადეცკის თანახმად, ერთადერთი სარგებლობა, რაც გენეტიკურად მანიპულირებულ მცენარეებს მოაქვთ, ისაა, რომ გლეხებს სხვა გზა აღარ რჩებათ, გარდა იმისა, რომ ამ კონცერნებისგან შეიძინონ მცენარის თესლი. ძნელი წარმოსადგენია, რომ პოლიტიკა ამაზე თანახმა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დასტურდება.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ ფუტკარზე. როგორც მეფუტკრეობაში ოსტატის ხარისხის მქონე ჩემმა თანამოსაუბრემ მითხრა, ბოლო ხანებში ევროკომისიამ დაუთმო გენტექნიკის ლობისტებს.
(რადეცკის ხმა) “ზოგი ამბობს, რომ შესაძლებელია გენეტიკურად სახეცვლილი მცენარეებისა და მათგან თავისუფალი მეურნეობის თანაარსებობა. ამას კი ამბობენ, მაგრამ ჩვენი ფუტკრების მაგალითი ნებისმიერი შინაური ცხოველის მაგალითზე უკეთ გვიჩვენებს, რომ ეს უაზრობაა.”