ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა
საზოგადოებრივ შეხვედრაზე თავი აიფეთქა. თავდასხმას სულ მცირე 26 ადამიანის სიკვდილი, და შინაგან საქმეთა მინისტრის, აფტაბ ხან შერპაოს დაჭრა მოჰყვა. დაშავებულია კიდევ 20-ზე მეტი ადამიანი, მათგან სულ მცირე 10-ის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის არის მინისტრის ვაჟი. პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამა-შვილი თავს კარგად გრძნობს. პოლიციის ინფორმაციით, ბომბი მაშინ აფეთქდა, როდესაც შერპაომ სიტყვით გამოსვლა დაასრულა. თავდამსხმელი სიტყვით გამოსვლელთან ახლოს იდგა. ადგილობრივი პოლიციის უფროსის, შარიფ ვირკის ცნობით, პოლიცია ვარაუდობს, რომ თვითმკვლელი თავდამსხმელი ავღანელი იყო.