Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
დაიხურა 190-ვე საარჩევნო უბანი. ბოლო მონაცემებით, ამომრჩევენთა საერთო აქტიურობამ 44 პროცენტი შეადგინა. საარჩევნო უბნებთან მილიცია მორიგეობდა. არჩევნებს აკვირდებოდნენ რუსეთის, საფრანგეთის, პოლონეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სერგეი ბაღაფშმა - მას შემდეგ, რაც ყუთში თავისი ბიულეტენი ჩააგდო - განაცხადა, რომ დღევანდელი კენჭისყრა აფხაზების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ნაწილია. ბაღაფშის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაინახოს, რომ აფხაზეთში დემოკრატიული ინსტიტუტები მოქმედებს - მედიის, ოპოზიციის, და სამართლიანი არჩევნების ჩათვლით:
[ბაღაფშის ხმა]: ”დღევანდელი არჩევნების უწინდლებთან შედარება არ შეიძლება. ეს უკვე შემდგარი, დემოკრატიული სახელმწიფოს არჩევნებია - სადაც ალტერნატივა მოიპოვება; არის ოპოზიცია, თავისუფალი პრესა. მოკლედ, დღეს აფხაზეთში დემოკრატიული სახელმწიფოს ყველა ატრიბუტი გვაქვს”. დეპუტატის 35 მანდატისთვის სულ 108 კანდიდატი იბრძოდა . წარმოდგენილი იყო 10-ზე მეტი პარტია.
XS
SM
MD
LG