საქართველოში აშშ-ის ელჩის, ჯონ ტეფტის განცხადებით,
ურანის ტრანზიტის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და მასში ორი ქვეყნის გარდა, კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს სპეცსამსახურები მონაწილეობენ. ამავე კონტექსტში ამერიკელი დიპლომატი ერთ-ერთ საფრთხედ საქართველოში არსებულ კონფლიქტურ, უკონტროლო ტერიტორიებს მიიჩნევს. მათი გავლით რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანზიტის შესაძლებლობას უარყოფენ სოხუმსა და ცხინვალში, რომლებიც თბილისს მათი დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებენ.