საქართველოს ხელისუფლება კვლავ აცხადებს, რომ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქის
მიერ გამდიდრებული ურანის შემოტანის ფაქტის პოლიტიზირებას არ აპირებს და მზად არის რუსეთთან თანამშრომლობისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ, დღეს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ თბილისი ამ საკითხის პოლიტიზირებით დაინტერესებული არ არის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხდარ ფაქტს საჯაროდ შარშან, დამნაშავის დაკავების შემდეგ გამოაქვეყნებდა. თავად რუსეთში ამ შემთხვევის ერთი წლის შემდეგ გახმაურებას სწორედ პოლიტიკით ხსნიან. სააგენტო ”რია-ნოვოსტისთან” ინტერვიუში სამრეწველო ატომური რესურსების კომპანიის ხელმძღვანელმა ანდრეი ჩერკასენკომ თბილისის მოქმედებას ვაშინგტონთან ერთად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია უწოდა და დაუკავშირა ინდოეთში პრეზიდენტ პუტინის ამჟამინდელ ვიზიტს, რომლის შედეგად რუსეთის დახმარებით ინდოეთში ატომური ელექტროსადგურის 4 ბლოკი უნდა აშენდეს.