საქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას "შაჰ-დენიზის" საბადოდან ბუნებრივი აირის
თურქეთის წილის საქართველოსთვის დათმობის შესახებ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხდა ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა. მისი თქმით, "შაჰ-დენიზიდან" გაზის ტრანსპორტირების აღდგენის შემთხვევაში, საქართველო 2007 წელს 800 მილიონ კუბურ მეტრ აირს მიიღებს. გილაურის განცხადებით, როგორც აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ასევე კომპანია "ბი-პი"-ს მონაცემებით, "შაჰ-დენიზის" საბადოზე ავარია მოხდა და ექსპერტები ჯერჯერობით ვერ ასახელებენ მისი შედეგების აღმოფხვრის ზუსტ დროს. 2008 წლის მანძილზე გაზით მომარაგებაზე საუბრისას, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ხელახალი მოლაპარაკების საგანი იქნება. გილაურის თქმით, 2007 წელს აზერბაიჯანში ექვსამდე ჭაბურღილი ამოქმედდება და გაზმოპოვება გაცილებით გაიზრდება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ამ მარშრუტით გაზის მიღების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნებაო - აღნიშნა მინისტრმა.