სამწლიანი პაუზის შემდეგ კოდორის ხეობაში, რომელსაც
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ზემო აფხაზეთი ეწოდა, გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა მისიისა და რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა მონიტორინგი განახლდა. ამ პროცესში რუსი მშვიდობისდამცველების მონაწილეობას საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, 10 დღის წინ პოზიცია შეცვალა. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განმარტებით, რუსეთის სამშვიდობო ძალები უნდა დარწმუნდნენ, რომ ზაფხულში, ზემო აფხაზეთში ანტიკრიმინალური სპეცოპერაცია ჩატარდა და იქ ამჟამად თავდაცვის სამინისტროს შენაერთები არ იმყოფებიან. მონიტორინგის შედეგებზე რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობა და გაეროს მეთვალყურენი გალის რაიონში ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებენ. ამის გამო სოფელ ჭუბურხინჯში დღეს დაგეგმილი ოთხმხრივი შეხვედრაც ხვალისთვის გადაიდო.