რუსეთში მოქმედი რამდენიმე უფლებადამცველი და
საზოგადოებრივი ორგანიზაცია რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვის თაობაზე შეშფოთებას გამოთქვამს. ”შექმნილი სიტუაცია საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტების განახლების საფრთხეს ქმნის, და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას იწვევს” - ნათქვამია
უფლებადამცველი ორგანიზაცია ”მემორიალის” განცხადებაში. დოკუმენტის ავტორები ორი ქვეყნის მთავრობებს მიმართავენ თხოვნით, ყველაფერი გააკეთონ დაძაბულობის განმუხტვისთვის. რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” ცნობით, ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა მწერალთა ჯგუფი. თავად რადიოსადგურმა რუსეთში მცხოვრები ქართველების ჩაგვრის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო. რადიოსადგური რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩაში გასვლის წინ გაიკეთონ გულსაბნევი წარწერით ”მე ქართველი ვარ”, და ასე გამოხატონ პროტესტი ეთნიკური წმენდის და განუკითხაობის წინააღმდეგ.
დღესვე, მოსკოვში, საქართველოს საელჩოს შენობასთან მილიციამ საქართველოს მხარდასაჭერი აქციის დაახლოებით 15 მონაწილე დააკავა. აქციის მონაწილეები გაჰყვიროდნენ ლოზუნგს ”სამარადისო მეგობრობა საქართველოსა და რუსეთს შორის”. ამ აქციასთან ერთად, დღეს მოსკოვში საქართველოსთან მიმართებით რუსეთის მთავრობის პოლიტიკის მხარდასაჭერი სანქცირებული აქციაც მოეწყო.