ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მხარეები ერთმანეთს მორიგი პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ.
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ბეჭდვისა და ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ერგნეთის საგუშაგოს ტერიტორიიდან ქალაქის მიმართულებით წუხელ 40 წუთის განმავლობაში სროლა ისროდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, ისროდა ქართული მხარე, და ვითარების განმუხტვა მხოლოდ რუსი მშვიდობისდამცველების გამოჩენის შემდეგ მოხერხდა. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ქართული მხარე. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, გუშინ, გვიან ღამით, ერგნეთის საგუშაგოზე ოსური მხრიდან ცეცხლი გახსნეს. ისროდენ სოფლებიდან - გუჯაბაურიდან, მამისაანთუბნიდან და ფრისიდან. ცეცხლი ოსური შეიარაღებული დაჯგუფების ე.წ. "აპალჩენცების" პოზიციებიდან გაიხსნა. ქართული მხარე აცხადებს, რომ საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია.