სერგეი ლავროვმა საქართველოს მოუწოდა, ნუ ჩაერევა რუსეთის სამშვიდობო საქმიანობაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიო "ეხო მოსკვისთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქართული მხარე "სისტემატურ საბოტაჟს" უწევს ამ პრობლემის მოგვარებას. იუწყებიან აგრეთვე, რომ აფხაზი სეპარატისტების ლიდერმა დაგმო საქართველოს პარლამენტის მოწოდება, რეგიონიდან რუსი მშვიდობისდამცველების გაყვანის შესახებ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა პარლამენტის ინიციატივას “დესტრუქციული პოლიტიკური გადაწყვეტილება” უწოდა. საქართველოს პარლამენტმა სამშაბათს დაუჭირა მხარი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსი მშვიდობისდამცველების გასვლას და მათ ნაცვლად საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განთავსებას.