ეუთოს თავმჯდომარე შეშფოთებას გამოთქვამს იმ ოსი ოფიცრების საქციელით, ვინც გუშინ დააკავა საქართველოში ეუთოს მისიის ორი სამხედრო დამკვირვებელი.
ეუთოს წარმომადგენლები ჩვეულებრივი პატრულირებით იყვნენ დაკავებული ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, როცა ალყაში მოაქციეს შეიარაღებულმა ოსმა სამართალდამცავებმა და ადგილზე დააკავეს. ისინი, დაახლოებით, ერთ საათში გაუშვეს. ეუთოს მორიგე თავმჯდომარის, ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელ კარელ დე ხუხტის შეფასებით, საქმე ეხება "ძალიან სერიოზულ ინციდენტს", ვინაიდან უიარაღო დიპლომატებზე იარაღის ძალით მუქარა განხორციელდა.