დელეგაციის წევრებმა : დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ქვეყნების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ახმედ ბილანოვმა და დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის წარმომადგენელმა ანდრე ჟუკოვმა. რუსმა დეპუტატებმა თბილისში 6 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ ჰქონდათ მოულოდნელად პროდუქტიული შეხვედრები ქართველ კოლეგებთან.
[ანდრეი ჟუკოვის ხმა] ””გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, არც ველოდით ასეთ პროდუქტიულ შეხვედრებს იმ თვალსაზრისით, რომ შევძელით უსაგნო კამათზე დრო არ დაგვეკარგა და განგვეხილა ჩვენთვის საინტერესო საკითხები. შეხვედრებზე ამოვდიოდით რუსეთსა და საქართველოს შორის გართულებული ურთიერთობიდან, თუმცა კარგად ვიცით, რომ ჩვენს ხალხებს ყოველთვის აკავშირებდა მჭიდრო ურთიერთობა. ეს ურთიერთობა არ გამქრალა და, ვიმედოვნებთ, ჩვენი მუშაობით ხელს შევუწყობთ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარებას. ”
ეს განცხადება თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის წარმომადგენელმა ანდრეი ჟუკოვმა გააკეთა. მას თავის კოლეგასთან ახმედ ბილანოვთან ერთად შეხვედრები ჰქონდა პარლამენტში ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანსა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილთან. ვიზიტის ბოლოს დაგეგმილი იყო შეხვედრა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთანაც. რუს დეპუტატებს ჰქონდათ შეხვედრა აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გოგა ხაინდრავასთან.
რუსი დეპუტატების ვიზიტი თბილისში მანამდე დაიგეგმა, სანამ შედგებოდა შეთანხმება მიხეილ სააკაშვილსა და ვდალიმირ პუტინს შორის 13 ივნისს სანკტ-პეტერბურგში შეხვედრის თაობაზე. აქვე შევნიშნავთ, რომ შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. მინისტრებმა პრეზიდენტების შეხვედრის წინ მოლაპარაკების შესაძლო თემები განიხილეს. რუსი დეპუტატები თბილისში მიესალმნენ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვეს, რომ, თუ უმაღლესი დონის შეხვედრაზე კონკრეტული საკითხები არ გადაწყდება, ის შექმნის პოზიტიურ ფონს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული რთული ურთიერთობების გამოსასწორებლად.
რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობისთვის თავისი წვლილის გაღება დეპუტატებსაც მართებთ, - ფიქრობს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი. მისი თქმით: “თუ რუსეთიდან საინფორმაციო ომის რეჟიმი მოიხსნა და ჩამოყალიბდა საპარლამენტო ჯგუფები ეკონომიკისა და კონფლიქტთა მოწესრიგების საკითხებზე სამუშაოდ, მეტი შანსი შეიქმნება ურთიერთობის გამოსასწორებლად. ”
რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია თბილისში საქართველოს ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის მოწვევით ჩამოვიდა. შეგახსენებთ, მიმდინარე წელს ეს იყო რუსეთის დუმის დელეგაციის მეორე ვიზიტი საქართველოში. დუმის დელეგაცია, თავდაცვის კომიტეტის წევრის მიხაილ ბაბიჩის მეთაურობით, თბილისს თებერვალში სტუმრობდა. დელეგაცია მაშინ ცხივალშიც ჩავიდა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურს შეხვდა.
უკვე ივნისში საქართველოში ჩამოსულ რუს დეპუტატებს კახეთში კახური ღვინო უნდა დაეჭაშნიკებინათ, მაგრამ კახეთში სტუმრობა არ შედგა. რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ საქართველოში რუსმა დეპუტატებმა უარი თქვეს კახური ღვინის დეგუსტაციაზე, ამ უკანასკნელებმა კი განმარტეს, რომ კახეთში ჩასასვლელად დრო არ დარჩათ და იქაურობას მომავალი ვიზიტისას მოინახულებენ.
რუსი დეპუტატების მიერ თბილისში გამართული შეხვედრების მთავარ შედეგად ორი ქვეყნის პარლამენტარებს შორის ურთიერთობის გააქტიურებაზე შეთანხმება სახელდება. ახლო მომავალში რუსეთისა და საქართველოს საპარლამენტო ჯგუფები სამუშაო შეხვედრას გამართავენ. ეს შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის წინ გაიმართება.