საქართველოს მასშტაბებისთვის გრანდიოზული საზეიმო სამხედრო აღლუმით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, გასული კვირაშივე თბილისში გაიხსნა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, რომლის პრეზენტაციაზე წარმოთქმულ სიტყვაშიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა: ”საქართველოში ახალი 1921 წელი აღარ განმეორდება, რადგან საქართველო, როგორც სახელმწიფო, უკვე შედგა.” როგორ სახელმწიფოდ შედგა საქართველო, როგორია მის წინაშე მდგარი გამოწვევები და რამდენად არ ემუქრება მას ახალი 1921 წელი? გასული კვირის პოლიტიკურ მიმოხილვაში ამ მნიშვნელოვან საკითხებს შევეხებით.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა} ”ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.”
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი - წელს ს აქამდე ჩატარებულ სამხედრო აღლუმთა შორის ყველაზე მასშტაბური აღლუმით აღინიშნა. რუსთაველის პროსპექტზე მწყობრში 130000 ჯარისკაცმა, 50000 რეზერვისტმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 400 ოფიცერმა გაიარა. შედგა სამხედრო ქვეითი და საჰაერო ტექნიკის დემონსტრირება - საერთო ჯამში, იმის დემონსტრირება, რომ საქართველო სახელმწიფოა, უკვე შემდგარი სახელმწიფო, ასე თუ ისე, ძლიერი არმიით, სახელმწიფო, რომელშიც პრეზიდენტის სიტყვებით, ”აღარ აშინებთ 1921 წლის მოვლენათა განმეორება, სადაც სურთ მშვიდობა და აფხაზებსა და ოსებთან ერთად ერთიანი სახელმწიფოს მშვიდობიანად შენება. ”
სად არის გარანტია, რომ საქართველოში აღარ განმეორდება ახალი 1921 წელი და აქვს თუ არა რუსეთს დასაყრდენი დღევანდელ საქართველოში? ამ შეკითხვით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს მივმართე. მისი თქმით, ამის გარანტია არის საქართველოს უკვე შემდგარი სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება და საერთო ეროვნული განწყობა ძირითად ფასეულობებთან და რუსეთთან დაკავშირებით. ”საქართველოში რუსეთს დასაყრდენი კარგა ხანია აღარა აქვს, რუსეთმა აქ თავისი გეგმების ბოლომდე გატარება მაშინაც კი ვერ შეძლო, როცა უშიშროების მინისტრად იგორ გიორგაძე ეგულებოდა,” - გვითხრა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ. ამ დღებში - ქართულ ტელესივრცეში პირველად - მას სწორედ იგორ გიორგაძის ოპონირება მოუხდა, გიორგაძის, რომლისთვისაც პოლიტიკური თავშესაფრის მისაცემად მზადყოფნა რუსეთის ხელისუფლებამ გასულ კვირაში გამოხატა, რომელიც უკვე ღიად მოქმედებს მოსკოვში და რომლის მომხრეებიც აქციას აქციაზე მართავენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ჩვენ დავინტერესდით, რატომ მიიჩნია საჭიროდ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიეღო ტერორიზმში ეჭვმიტანილთან სატელევიზიო დებატებში. აქვე შეგახსნებთ, რომ დებატები მოსკოვსა და თბილისს შორის ტელეკომპანია ”რუსთავი 2 ”- ის ეთერში შედგა.
[ინტერვიუ გივი თარგამაძესთან ]
შეკითხვა:
”რას ნიშნავს გიორგაძის ასეთი გააქტიურება და ატარებს თუ არა ეს ადამიანი რაიმე საფრთხეს საქართველოსთვის, ამაზე ქვემოთ. მე მაინტერესებს რატომ დათანხმდით მასთან სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე. ღირდა კი ამ ადამიანისთვის ამხელა ყურადღების მიქცევა?”
გივი თარგამაძე:
” მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი პირველი გამოჩენისთანავე ამოწურულიყო ეს თემა. არ ვთვლი, რომ მას აქვს უფლება ქართულ ტელე, გნებავთ, რადიო ან სხვა მედიასივრცეში ისაუბროს. ის არ უნდა ბედავდეს ესაუბრებოდეს საქართველოს საზოგადოებას და რადგან გაბედა, ვფიქრობ, კმაყოფილი არ უნდა დარჩენილიყო. მომავალში მსგავსი გადაწყვეტილების მიღების წინ ის უკვე კარგად უნდა დაფიქრდეს, ღირს თუ არა საქართველოს საზოგადოების წინაშე მისი გამოჩენა. ”
შეკითხვა:
” რას ნიშნავს იგორ გიორგაძის ასეთი გააქტიურება, მოსკოვის მხრიდან მისთვის ღია მფარველობის გამოცხადება და ატარებს თუ არა ეს ადამიანი რელურ საფრთხეს საქართველოსთვის? არსებობს ცნობები, რომ ”სამართლიანობის” აქციებზე მისულ ადამიანებს უხდიან ფულს. გიორგაძის პოპულარიზაციისთვის რუსეთი აშკარად სერიოზულ ფულს ხარჯავს. რატომ არ ხდება დაინტერესება, რა ფულით და რა მიზნებით მოქმედებენ საქართველოში გიორგაძის მხარდამჭერები? ”
გივი თარგამაძე:
” სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის. რუსეთს საერთოდ ჭირს იმის ჭირი, რომ საკუთარ ფულს მიზნობრივად ვერ იყენებს. ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, იპარავს ამ ფულს და, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, გიორგაძეც.
თანხა იხდება, ეს მართალია. ამ აქციებზე 1 საათით დგომა 10 ლარი ღირს. სამწუხაროდ, საქართველოში დიდი ფენაა ადამიანების, ვინც სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ბუნებრივია, საათობრივი ანაზღაურებით ხალხის პოვნა აქ არ არის რთული. თუმცა არ მიგვაჩნია, რომ ეს აქტივობა წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი სახელმწიფოსთვის. თუ ზღვარს გასცდებიან და არაკანონიერ ქმედებებს მიმართავენ, ბუნებრივია, დაისჯებიან. თავად რუსეთის მხრიდან გააქტიურება კი არ არის ახალი მოვლენა. ის, რომ მოხდა რუსეთში გიორგაძის ყოფნის გაოფიციალურება, ფორმალობაა. დადგმული სცენები იყო გიორგაძის სხვა ქვეყნებიდან მონაწილეობა პრესკონფერენციებზე. ყველამ ვიცოდით, რომ ის მოქმედებდა რუსეთში. ასევე ხშირად ჩადის ხოლმე ბელორუსიაში. თავისთავად დემონსტრაციული აქტი იყო რუსეთის მხრიდან, რაც დიპლომატიურ დონეზე პროტესტს იმსახურებს. საქმე გიორგაძეში არა არის, საქმე საქართველოსადმი რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულებაშია. ეს იმსახურებს აქტიურ გამოხმაურებას და არა თვითონ იგორ გიორგაძის ფიგურა, რომელიც საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ”
”რუსეთში სულ რაღაც 10 მილიონად მოხდა ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის ყოფნის ფორმალიზება,” - ამბობს გივი თარგამაძე და ნათქვამს დასძენს : ”კარგი იქნებოდა ამ ქვეყანაში დაფიქრდნენ, რა საფრთხეს ატარებს მათი ქვეყნისთვის ასეთი ტენდენცია.”
თუმცა დავუბრუნდეთ საქართველოს, პრეზიდენტის სიტყვებით, ” უკვე შემდგარ სახელმწიფოს, სადაც აღარასდროს განმეორდება ახალი 1921 წელი,” სადაც აღარ ეშინიათ რუსეთის და, მით უფრო, იგორ გიორგაძის. გასულ კვირაში - კერძოდ, 23 მაისს - საქართველოს ტერიტორია რუსული სამხედრო ტექნიკით დატვირთულმა კიდევ ერთმა ეშელონმა დატოვა. გასულ კვირაშივე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო პერიოდის მანძილზე უკვე მეორედ მოუხდა რეაგირება რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე. გასულ კვირაში დუშამბეში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობათა მეთაურების საბჭოს სხდომაზე, თანამეგობრობაში საქართველოს ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი წამოჭრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ. გასულ კვირაში სუამის წევრმა ქვეყნებმა ისტორიულ მოვლენად შეაფასეს ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის - ”დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - ‘სუამის’ “ შექმნა და, ყველაზე მნიშვნელოვანი - გასულ კვირაში საქართველოს, თბილისსა და სოხუმს სტუმრობდნენ გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები. მათ საქართველოს მხარესა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან აწარმოეს კონსულტაციები ქართულ-აფხაზური დიალოგისა და სამშვიდობო პროცესის განვითარების საკითხებზე, საქართველოს მხარისთვის აფხაზების მიერ გადმოცემულ სამშვიდობო გეგმასა და აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოსაწესრიგებლად საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმაზე.
”პროცესი დაიძრა” - თქვა თბილისსა და სოხუმში გამართული შეხვედრების შემდეგ ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ:
[მეთიუ ბრაიზას ხმა] ”მე ვფიქრობ, დაიძრა, იძვრება, ორივე მხარე ერთმანეთს პირველად ელაპარაკება პირისპირ და ისინი ნამდვილად გამოხატავენ კეთილ ნებას. ამის მაგალითია იდეები, რომლებიც გაცვალეს და რომელთაც ჯერჯერობით არავინ აცხადებს, რომელთა შესახებ განცხადებებს არ აკეთებენ, რადგან ჯერ დეტალურად სწავლობენ მათ. ადრე ეს შეუძლებელი იყო. ჩვენი აზრით, პროცესის დაწყების მომსწრენი ვართ და ჩვენმა ვიზიტმა ხელი შეუწყო მას. ”
საქართველოს მთავრობის ”საგზაო რუკის” წინადადებები აფხაზურ მხარეს სოხუმში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ირაკლი ალასანიამ გადასცა. თავად წინადადებები ჯერ არ ხმაურდება. გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობის ვიზიტი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გასული კვირის პოლიტიკურ მოვლენებს შორის, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან ერთად, თუმცა აღნიშვნაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ სად და როგორ იდება გარანტიები დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, რუსეთის სივრციდან დასავლეთისკენ სვლის ტემპის დასაჩქარებლად.
”1921 წელი საქართველოში აღარ განმეორდება. ამის გარანტიაა საქართველოს სახელმწიფო, ხელისუფლება და საერთო ფასეულობებისადმი დამოკიდებულება,” - თქვა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ. ჩვენთან საუბრისას. მის მიერ ნათქვამში დემოკრატიული ფასეულობებისადმი დამოკიდებულებაც უნდა იგულისხმებოდეს. არადა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ მიმართულებით საზოგადოება უფროა მონდომებული, ვიდრე ხელისუფლება. საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები აპროტესტებენ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებით გამოყენებას, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს, ხელისუფლება კი დუმს. სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილების საჯარო დაკითხვის მოთხოვნით, გასულ კვირაში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, ხმაურიანი საპროტესტო აქცია გამართა ”თანასწორობის ინსტიტუტმა”. საპროტესტო აქცია სამართალდამცველებმა დაშალეს, რის დროსაც აქციის რამდენიმე მონაწილე დაზიანდა.