ოპოზიციის ცნობილ მემორანდუმში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს. ” თუ უმარვლესობა მათთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას გადაწყვეტს, ოპოზიციამ უნად შეწყვიტოს პარლამენტის სხდომების ბოიკოტირება,” - მიაჩნიათ ფრაქცია ”დემოკრატიულ ფრონტში”. თუმცა ირკვევა, რომ საპარლამენტო ოპოზიციაში ყველა არ ეთანხმება ”დემოკრატიული ფრონტის” მზადყოფნას დაიწყოს დიალოგი უმრავლესობასთან პარლამენტის სხდომების ბოიკოტირების შესაწყვეტად.
თავდაპირველად ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ. ეს ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტს განსახილველად სთავაზობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს - ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების პარიტეტის წესით დასაკომპლექტებლად; აგრეთვე, ცვლილებებისა და დამატებების პროექტს თვითმმართველობის კანონში - მერებისა და გამგებლების პირდაპირი გზით არჩევითობის დასამკვიდრებლად და ითხოვს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და ყოფილ დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეების გამოსაკვლევად.
” თუ ოპოზიცია და უმრავლესობა ამ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით ძირითად პრინციპებზე შეთანხმდებიან, ოპოზიცია პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებაზე უარს იტყვის” – ასეთი განცხადება გააკეთა ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა. თუმცა ირკვევა, რომ საპარლამენტო ოპოზიციაში არ არის სრული თანხმობა ბოიკოტის შეწყვეტის იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლებითაც ”დემოკრატიული ფრონტი” გამოვიდა.
უთანხმოებას გირგვლიანის მკვლელობისა და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტის შესწავლის მიზნით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა იწვევს. ”მემარჯვენე ოპოზიციაში” არ ესმით, რა საჭიროა გამოძიების პარლამენტში ჩატარება. ”ეს პროცესს დროში გაჭიმავს. ოპოზიციამ ცნობილი მემორანდუმით მოითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა და ჩვენ ამ მოთხოვნის გადახედვას არ ვაპირებთო,” - თქვა ჩვენთან საუბრისას ფიქრია ჩიხრაძემ:
[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] “ჩვენი პოზიციის თაობაზე იციან ”დემოკრატრიულ ფრონტში”. თუ მკვლელები და მკვლელების მფარველები თანამდებობებზე უნდა იყვნენ, რა მნიშვნელობა აქვს ოპოზიცია პარლამენტში იქნება თუ პარლამენტს გარეთ. ეს იქნება კაპიტულაცია საზოგადოების წინაშე და ჩვენ არ ვაპირებთ ამაში მონაწილეობას. ”
ფრაქცია ”დემოკრატიულ ფრონტში” გახმაურებული მკვლელობისა და ყოფილ დეპუტატზე თავდასხმის საქმეების შესასწავლად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას კაპიტულაციად, რა თქმა უნდა, არ მიიჩნევენ. რატომ გაჩნდა ეს მოთხოვნა, მაშინ როცა მემორანდუმში არ იყო ლაპარაკი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე? ამ შეკითხვით დეპუტატ კახა კუკავას მივმართე:
[კახა კუკავას ხმა] ”მემორანდუმშიც არ არის საუბარი მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაზე. იქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ უნდა მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტრის რეორგანიზაციაც. დროებითი საგამოძიებო კომისია არის შესანიშნავი ფორმა. ის გამოიძიებს კონკრეტულ დანაშაულებს და, ამასთან ერთად, პარლამენტს შესთავაზებს, რა საკანონმდებლო ცვლილებების გატარებაა საჭირო იმისათვის, რომ ასეთი დანაშაულები აღარ მოხდეს.”(სტილი დაცულია)
კახა კუკავას თქმით, სწორედ საკანონმდელო ხარვეზების მიზეზით შეიქმნა ისეთი აბსურდული სიტუაცია, როცა შინაგან საქმეთა ერთ-ერთი დეპარტამენტის თანამშრომლების დანაშაული ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს უნდა გამოეძიებინა. ასეა თუ ისე, ”მემარჯვენე ოპოზიცია” არ არის მომხრე საქმის შემდგომი შესწავლით პროცესის გაჭიანურების. პარლამენტის სხდომების ბოიკოტირების შეწყვეტის ერთ-ერთი პირობა მემარჯვენეებისთვის ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გადადგომაა. ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა და გამოძიების შედეგების ლოდინი პროცესს გააჭიანურებს.
ამდენად, ”დემოკრატიული ფრონტის ”მიერ პარლამენტის ბოიკოტირების შეწყვეტის მიზნით წამოყენებული ერთი ახალი პირობა ოპოზიციის შიგნით სადავოა, თუმცა ”დემოკრატიული ფრონტის” საკანონმდებლო ინიციატივებს უმრავლესობა ოპოზიციასთან დიალოგისა და ამ დიალოგში კომპრომისებზე წასვლის განწყობილებაზე ჯერ არ მოუყვანია.