წარმომადგენელთა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო საპროტესტო განცხადება გალის რაიონის ქართველ მცხოვრებლებზე სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა ჯგუფის თავდასხმას უკავშირდება. როგორ რეაგირებს საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის ზონებში რუსეთის გამოწვევებზე?
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ დღეებში საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, მკაცრი რეაგირება მოახდინონ რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე - კერძოდ კი, გალის რაიონში - ქართული მოსახლეობის უფლებების შელახვაზე. საგარეო საქმეთა სამინისტომ მოითხოვა მკაცრი რეაგირება გალიდან ზუგდიდის რაიონისკენ მიმავალი მგზავრებისთვის ფულის გამოძალვის შემთხვევებზე. თუმცა რუსი ჯარისკაცები გალის რაიონის მცხოვრებთა უფლებებს მარტო მათგან ფულის გამოძალვით არ ლახავენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს მორიგ საპროტესტო განცხადებას და კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული სამშვიდობო კონტინგენტის სარდლისგან - აგრეთვე, გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელისგან - მოითხოვს გალის რაიონში 3 მაისს მომხდარი დანაშაულის შეფასებას და დანაშაულის ჩამდენთა დასჯას.
გავრცელებული ცნობების თანახმად, 3 მაისს, გამთენიისას, გალში განლაგებული სამშვიდობო დანაყოფის 4 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი, არაფხიზელ მდგომარეობაში, შეიჭრა ადგილობრივი მცხოვრებლის სახლში. თავდამსხმელები სასმელს ითხოვდნენ. მათ მიერ ატეხილი უმისამართო სროლისას დაიჭრა გალელი ფაუსტი პაპავას 17 წლის შვილი. ”ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები არათუ არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, არათუ არ უზრუნველყოფენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას, არამედ თავად უქმნიან საფრთხეს მშვიდობიან ადამიანებს,” - ნათქვამია მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო დღეებში გალის რაიონში მეორედ მოხდა ადგილობრივ მცხოვრებლებზე რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა თავდასხმა.
საქართველოს ხელისუფლებას სისტემატურად უწევს ასეთ შემთხვევებზე რეაგირება, პარალელურად - პასუხის გაცემა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქმიანი წრეების ისეთ მოქმედებაზე, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს აზრს, რომ რუსეთი ღიად ეწევა საქართველოს ტერიტორიების ანექსიას. ამის დასადასტურებლად ამ დღეებში საქართველოს პრეზიდენტმა ასეთი მაგალითი მოიყვანა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”დღეს მე გადმოვიფრინე თბილისი-ქუითაისის მარშრუტით, რომელიც გადის ქართლზე. ამ მარშრუტზე შეიძლება ყველამ მიიღოს სატელეფონო შეტყობინება: მეგაფონის სატელეფონო ხაზი მოგესალმებათ რუსეთის ტერიტორიაზე, ინფორმაციისთვის დარეკეთ ამა და ამ ნომერზე. აი, კლასიკური მაგალითი ანექსიის. აგერ არის ჩემს მობილურზე. ეს არის არაცივილიზებული, ბარბაროსული, შუასუკუნებრივი ანექსია სუვერენული ევროპული ქვეყნის. ”
საქართველოს ხელისუფლებას პრეტენზია რუსეთის ბანკებთანაც აქვს. აფხაზეთში რუსეთის ბანკების უკანონო საქმიანობა ამ დღეებში თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკური ანექსიის გეგმაში განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
რა ხდება საქართველოს ამბოხებულ რეგიონებში, როგორ ცხოვრობს იქ ხალხი და რა კეთდება საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად? ამის გასარკვევად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ესტუმრება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას სოხუმში 6 მაისს მიიღებენ. მანამდე იქ რუსეთის დუმის წარმომადგენელს სერგეი ბაბურინს მასპინძლობენ და მასთან რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობების საკითხებზე მსჯელობენ.