შემდგარ შეთანხმებას ”ტელეიმედის” აქციათა ნაწილის გაყიდვის თაობაზე. ამერიკელ მილიარდერ რუპერტ მერდოკთან მიღწეული წინასწარი შეთანხმება ოფიციალურად რამდენიმე კვირაში გაფორმდება. ასე რომ, საკითხი გადაწყვეტილია: საქართველოში თავის საქმიანობას იწყებს მედიამაგნატი, რომლის წლიური შემოსავალიც 17 მილიარდია.
გავრცელებული ცნობებით, რუპერტ მერდოკი ”ტელე- იმედის” აქციათა 30 პროცენტს ყიდულობს, თუმცა ”ტელე- იმედში” წილობრივ გადანაწილებაზე ჯერჯერობით არაფერს ამბობენ, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მხარეების კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. ” ტელე-იმედში” განმარტავენ, რომ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მიერ ნიუ-იორკში ”ნიუს კორპორეიშენთან” მიღწეული წინასწარი შეთანხმება ოფიციალურად ახლო მომავალში, რამდენიმე კვირაში, გაფორმდება.
როგორც უკვე ვთქვით, ბადრი პატარკაციშვილმა შეთანხმებას საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა. ”ტელე- იმედის” აქციებით რუპერტ მერდოკის დაინტერესებას საქართველოსთვის მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკა გვარამიაც:
[ნიკა გვარამიას ხმა] ”ეს ძალიან კარგი ინდიკატორია, იმის მანიშნებელი, რომ საქართველოში ყევლაფერი კარგად მიდის. უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ მედიასივრცის ისეთ გაჯანსაღებას, რომ ეს სფერო მომგებიანი გახდეს არა მარტო საშუალო, არამდე ისეთი გაქანების ბიზნესმენებისთვის,როგორიც რუპერტ მერდოკია. ”
”ტელე- იმედის” გარდა, მსოფლიო მაგნატი რადიო ”იმედის” მეწილეც ხდება. რუპერტ მერდოკის ”ნიუს კორპორეიშენი” მსოფლიოში 28 უმსხვილესი გაზეთის, 23 ტელეკომპანიისა და 12 ინტერნეტგამოცემის მფლობელია, მათ შორის: ”თაიმსის”, ”ნიუ-იორკ პოსტის”, ”ბოსტონ ჰერალდის ” და ასე შემდეგ. მერდოკის ტრანსნაციონალური მედიაკორპორაცია მოქმედებს აღმოსავლეთ ევროპის ტელესივრცეში: ბულგარეთში, სერბეთში და, ახლა უკვე, ამიერკავკასიაში, საქართველოშიც, იწყებს შემოსვლას. არადა, საქართველოში სატელევიზიო ბიზნესი არ წარმოადგენს მომგებიან სფეროს. მაშინ რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს აქ მსოფლიო მაგნატს, მილიარდერს, რომელიც მედიაბიზნესს უყურებს, როგორც მწიფე ხილს, რომელიც აუცილებლად უნდა შეჭამო?
ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ მერდოკისთვის სრულიად ბუნებრივი უნდა იყოს საქართველოში მედიის განვითარების ინტერესი.” თუ მერდოკი პოლიტიკური ინტერესებითაც მოქმედებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ,” - ამბობს ის. ”საზოგადოებრივი აზრის კვლევის” ცენტრის წარმომადგენელი მარინა მუსხელიშილი კი ვარაუდობს, რომ მსოფლიო მედიამაგნატი საქართველოში სწორედაც რომ გარკვეული პოლიტიკური ინტერესებით უნდა შემოდიოდეს. რაც შეეხება ეკონომიკურ ინტერესებს:
[მარინა მუსხელიშვილის ხმა] ”შეიძლება მაგას ჰქონდეს რაღაც ეკონომიკური ინტერესებიც , მაგრამ ეს არ იქნება დაკავშირებული უშუალოდ ტელევიზიის ფუნქციონირებასთან. შეიძლება ინტერესებშია სხვა საქმიანობები, რაც დაფარავს ტელევიზიის ხარჯებს. ”
“ნიუს კორპორეიშენის” ”ტელე-იმედით” დაინტერესებას და ნიო-იორკში მერდოკთან მიღწეულ წინასწარ შეთანხმებას ”ტელე-იმედის” განვითარების სერიოზული იმედებით ხვდებიან თავად ამ ტელევიზიის თანამშრომლები. მათი წარმომადგენელი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების მყარი გარანტიები გაცემულია.