იურიდიულ კომიტეტშივეა მომზადებული და ითვალისწინებს ცვლილებებს იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში. კერძოდ, იგეგმება იუსტიციის საბჭოს შემადგენლობიდან გენერალური პროკურორის გაყვანა და მისი ადგილის 2 ახალი წევრით ჩანაცვლება. ამ ორთაგან ერთი მოსამართლე უნდა იყოს, მეორე კი პარლამენტის წევრი. იუსტიციის საბჭოს შემადგენლობიდან გენერალური პროკურორის გაყვანას სასამართლოს რეფორმირებით დაინტერესებული პირები მიესალმებიან, თუმცა იუსტიციის საბჭოში დაგეგმილ ცვლილებებში ხელისუფლების ოპონენტები მაინც ვერ ხედავენ რეფორმირების გულწრფელ ჩანაფიქრს. რა ცვლილებებზეა ლაპარაკი და რატომ ახლავს ამ ცვლილებებს სკეპტიციზმი?
პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ ინიციატივას სასამართლოს რეფორმის მიზნით შესაქმნელ სახელმწიფო კომისიასთან თანამშრომლობის შესახებ ერთ-ერთი პირველი რესპუბლიკური პარტია გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ამ პარტიის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს შორის ერთ-ერთი სასამართლოებზე იუსტიციის საბჭოს პოლიტიკური გავლენის ნულამდე დაყვანას გულისხმობდა - პარლამენტის წევრების მიერ მოსამართლეთა დისციპლინური დევნის გამორიცხვით, იუსტიციის საბჭოდან გენერალური პროკურორისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების გაყვანით და ასე შემდეგ.
მანამდე, სანამ სასამართლოს რეფორმის ზედამხედველობის მიზნით სახელმწიფო კომისია შეიქმნება და რეფორმით დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებთან, მათ მიერ გამოთქმულ წინადადებებთან დაკავშირებით, თანამშრომლობას დაიწყებს, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უკვე მზად არის ცვლილებათა პროექტი იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელებისთვის. ცვლილებების არსზე ცვლილებათა ინიციატორს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წევრ, ნიკა გვარმიას ვესაუბრეთ:
[ნიკა გვარამიას ხმა] ”პირველად საქართველოს ისტორიაში იუსტიციის საბჭოში მოსამართლეები იქნებიან უმრავლესობაში. დღეს არის 18 წევრი. გამოდის ერთი წევრი, გენერალური პროკურორი, და მის ნაცვლად შემოდის 2 წევრი - ერთი პარლამენტიდან და ერთი სასამართლო ხელისუფლებიდან. ამის შედეგად, ვიღებთ იმას, რომ იუსტიციის საბჭოში გვეყოლება 10 მოსამართლე და პოლიტიკური ხელისუფლების 9 წარმომადგენელი. ”
ნიკა გვარამია აღიარებს, რომ, აღნიშნულის მიუხედავად, იუსტიციის საბჭო სასამართლოებზე პოლიტიკური გავლენის ორგანოდ დარჩება. ”ასე იქნება მანამდე, სანამ, რეფორმის შედეგად, სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის ნდობის ხარისხი არ ამაღლდება. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი თავად სასამართლო გახდეს სასამართლო პოლიტიკის გამტარებელი,” - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი და ნათქვამს დასძენს:
[ნიკა გვარამიას ხმა] ”მოთხოვნა იმისა, რომ შედეგი იყოს დღეს, არის აბსურდული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული სფერო და დღეს შედეგები არ იქნება, ეს გამორიცხულია. შედეგები იქნება დაახლოებით ერთ წელიწადში. ”
ნიკა გვარამია შედეგებს დაახლოებით ერთ წელიწადში ვარაუდობს, ხელისუფლების ოპონენტები კი სვამენ შეკითხვას - გამოიღებს კი სასურველ შედეგს ის გზა, რომელსაც ხელისუფლება სასამართლოსადმი ნდობის ამაღლებისთვის, რეფორმისთვის ირჩევს? სკეპტიციზმი ხელისუფლების ზოგიერთ პოლიტიკურ ოპონენტს გაუღრმავა გავრცელებულმა ცნობამ იმის შესახებ, რომ იუსტიციის საბჭოდან გენერალური პროკურორის გაყვანის შემდეგ მის შემადგენლობას დამატებით, ერთი დეპუტატის სახით, უმრავლესობიდან გიგა ბოკერია შეემატება. ნიკა გვარამია გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს, თუმცა ვარაუდობს, რომ პარლამენტის კვოტა სწორედ პარლამენტის სიითი უმრავლესობიდან შეივსება.
საპარლამენტო ოპოზიციაში საკითხს ლამის უკვე გადაწყვეტილად მიიჩნევენ. ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრი კახა კუკავა აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში შესვლის შემდეგ გიგა ბოკერია უკეთესად განახორციელებს საკადრო წმენდას. კუკავას თქმით, ” მიხეილ სააკაშვილი ცდილობს დასავლეთი დაარწმუნოს, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა ხორციელდება, იმავდროულად კი, ბოკერიას მეშვეობით აპირებს მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას.”
უმრავლესობის წევრები ასეთ პროგნოზებზე რეაგირებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ საუბარს ამჯობინებენ. ნიკა გვარამიას თქმით, სასამართლოს რეფორმირების გზაზე იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებებს საპროცესო კოდექსების გამარტივება და რაიონული სასამართლოების გაერთიანებები მოჰყვება.