ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის ხელმძღვანელებმა უზბეკეთსა და ტაჯიკეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩ დავით ზალკალიანთან საუბარში უარყვეს გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, თითქოს ტაჯიკეთი მზად იყოს რუსეთის ბაზარზე ქართული და მოლდავური ღვინო საკუთარი ღვინით ჩაანაცვლოს. ტაჯიკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ელჩი დაარწმუნეს, რომ ტაჯიკეთი არ აპირებს ღვინის გამო საქართველოსთან დაპირისპირებაში შესვლას. ამის თაობაზე მე დავით ზალკალიანს თბილისიდან ტელეფონით ვესაუბრე და ვთხოვე ტაჯიკური ღვინოც შეეფასებინა.
[დავით ზალკალიანის ხმა] ”აქვთ ღვინო, მაგრამ ის არც ისე ცნობილია დსთ-ს სივრცეში. მათი ღვინოები არის ტკბილი, ასე ვთქვათ, დესერტული ღვინოებია, მაგრამ ქართულ ღვინოსთან ამ ღვინოების შედარება არ შეიძლება. ”
ტაჯიკეთში საქართველოს ელჩს, ტაჯიკურის გარდა, ქართული ღვინოც დაუგემოვნებია. ის ამბობს, რომ ტაჯიკეთში საქართველოს დიასპორა ბევრს აკეთებს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, ღვინისა, რომელიც ლამის ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა. 11 აპრილს პირადად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ტაჯიკეთი მზად არის რუსეთის ბაზარზე ქართული და მოლდავური ღვინოები საკუთარი ღვინით ჩაანაცვლოს:
[ნინო ბურჯანაძის ხმა] ” ტაჯიკეთიც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყანაა და იმის ნაცვლად, რომ გაერკვნენ რაშია საქმე, სასწრაფოდ ცდილობენ ქართული ღვინოების ჩანაცვლებას. ” (სტილი დაცულია)
ცნობა იმის შესახებ, რომ ტაჯიკეთი რუსეთის ბაზარზე ქართული და მოლდავური ღვინოების ჩანაცვლებას ეცდება, ტაჯიკეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის წარმომადგენლის, პირმახმად დოსტიევის, განცხადებაზე დაყრნობით გავრცელდა. მან თქვა, რომ რუსეთის ბაზრიდან ქართული და მოლდავური ღვინოების გაძევება ტაჯიკეთში მეღვინეობის განვითარებას შეუწყობს ხელს, რადგან ტაჯიკეთს საკუთარი ღვინით შეეძლება რუსეთის ბაზარზე წარმოქმნილი დეფიციტის დაძლევა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩომ ტაჯიკეთში ქვეყნის ხელისუფლებას სპეციალური ნოტა გადასცა. ელჩმა კი ამის გამო ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს მოსთხოვა განმარტება.
[დავით ზალკალიანის ხმა] ” მათ გამოხატეს გაკვირვება აღნიშნულის გამო და თქვეს, რომ ტაჯიკეთის ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთებულა და არც გაკეთდება ასეთი განცხადებები. მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ტაჯიკეთი უაღრესად არის დაინტერესებული საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომ ტაჯიკეთის ბაზარი ღიაა ქართული პროდუქციისთვის, განსაკუთრებით ღვინისთვის, რომელიც ადგილზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ”
დავით ზალკალიანთან საუბრისას ტაჯიკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისიც თქვეს, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკები მსგავსი თვითნებური განცხადებების გამო აუცილებლად დაისჯებიან. მოსაზრებები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით ტაჯიკეთში, როგორც ჩანს, წინააღმდეგობრივია. საქართველოს ელჩს იქ აუხსენს, რომ ტაჯიკეთის ბაზარი ღიაა პოპულარული ქართული ღვინისთვის, ტაჯიკეთის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა იუსუფჯონ ახმედოვმა კი ნინო ბურჯანაძის 11 აპრილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა: ” რუსეთის ბაზრიდან ქართული ღვინის გაძევება წმიდა ეკონომიკური საკითხია და მის პოლიტიკურ სიბრტყეში გადაყვანს ცდილობენ. რუსეთს ამის უფლება ჰქონდა: ის ხომ საკუთარი ბაზრის უხარისხო პროდუქციისგან დაცვას ცდილობს. ”
საქართველოს ხელისუფლება კი ყველა ზომებს იღებს იმის დასამტკიცებლად, რომ ”ღვინის ომის” მიზეზი სწორედაც პოლიტიკაა და არა ღვინის ხარისხი. პრეზიდენტმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული საკითხების კურირება პრემიერ-მინისტრს დაავალა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს კი - ქართული ღვინისთვის უცხოური ბაზრების დაპყრობა, რა თქმა უნდა, არა პირდაპირი გაგებით. საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს კარგი ბიზნესგამოცდილება აქვს და ამ საქმეს მშვენივრად გაართმევს თავს.