ინფორმაცია პატიმრების შესახებ, მათი პირადი საქმეები. მომხდარის შემდეგ რა მდგომარეობაა ორთაჭალის ციხეში, რას ჰყვებიან თვითმხილველი პატიმრები 27 მარტის სპეცოპერაციის დეტალებზე, ისევ უცნობია. ისინი 28 მარტს სასულიერო პირებმა მოინახულეს, რომლებიც საპატიმროში ხელისუფლებასთან საპატრიარქოს შუამდგომლობით იქნენ შეშვებულნი. 28 მარტს პარლამენტის ხელმძღვანელობისგან ორთაჭალის ციხეში შესვლისა და პატიმრების მონახულების ნებართვა ითხოვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ საპარლამენტო ოპოზიციიდან კოკა გუნცაძემ. ოპოზიციამ პლენარულ სხდომაზე ორთაჭალის ციხეში მომხდარის შესასწავლად მომხსენებელთა ჯგუფის შექმნაც მოითხოვა, თუმცა ეს მოთხოვნა ჩავარდა. პატიმართა ბუნტის ჩასახშობად განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მწვავე პოლიტიკური დებატები გაიმართა.
ორთაჭალის ციხეში შემდგარი სპეცოპერაციის დეტალების შესასწავლად პარლამენტში მომხსენებელთა ჯგუფი არ შეიქმნა. ოპოზიციამ ამ მოთხოვნაზე უარი კენჭისყრით მიიღო. ამ კენჭისყრის გარდა, 28 მარტს დილით პარლამენტში გაიმართა მწვავე დებატები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ სურთ უმრავლესობის წევრებს საკითხის დეტალური შესწავლა, რატომ ცდილობენ ისინი საკითხის შეუსწავლელად დააჯერონ საზოგადოება, რომ სისხლიანი სპეცოპერაცია აუცილებელი ღონისძიება იყო და რატომ ამართლებენ ორთაჭალის ციხეში მომხდარს იმ ძნელად დასაჯერებელი არგუმენტით, თითქოს პატიმრებს ჰქონდათ ციხიდან გარეთ დესტაბილიზაციის მცდელობა.
დებატები ასეთი იყო:
[ბიძინა ბრეგაძის ხმა] ”გუშინდელის შემდეგ ოპოზიციის სიმღერა გვესმის, ტექსტით: ‘აბა ყვავებს ვინ დაიჭერს, კარგო, გალიაში ბულბულები ზიან.’ ეს სიმღერა დააგვირგვინა ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა. ”
ეს იყო უმრავლესობის წევრი ბიძინა ბრეგაძე. მან თქვა: გამაოგნა ლევან ბერძენიშვილის გამოსვლამ - როგორ დაუშვა, რომ სპეცოპერაციისას დაღუპულებსა და დაჭრილებს შორის შეიძლებოდა საზოგადოებისთვის დიდად საშიში პირები კი არა, უდანაშაულოებიც ყოფილიყვნენო.
[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ” რა არის აქ გასაოგნებელი? თუ მე, 52 წლის კაცი, ამ ბავშვების პარლამენტში გაოგნებული არ ვარ და მშვიდად ვზივარ, თქვენ რამ გაგაოგნათ? არ იცით, რომ უდანაშაულოა ადამიანი, რომლის მიმართ არ შესულა ძალაში გამამტყუნებელი განაჩენი? ”
ეს უკვე ლევან ბრძენიშვილის გამოსვლა იყო. ”არ იცით, რომ უდანაშაულოა ადამიანი, რომლის მიმართაც არ შესულა ძალაში გამამტყუნებელი განაჩენი? ” მისი ამ შეკითხვისთვის უმრავლესობის წევრებს პასუხი არ გაუციათ. ეს დილის სხდომაზე მოხდა. მოგვიანებით იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია ორთაჭალის ციხეში მომხდარი სპეცოპერაციისას გარდაცვლილი პატიმრების შესახებ: ბრალდებული, სისხლის სამართლის კოდექსის ამა და ამ მუხლით, ქურდობისთვის, ნარკოტიკების შეძენა- შენახვისთვის, ჯგუფური ყაჩაღობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის და ასე შემდეგ. ასე ახასიათებს ეს დეტალური ინფორმაცია ორთაჭალის ციხეში მოკლულებს. მათზე ნათქვამია, რომ იყვნენ ბრალდებულნი და არა მსჯავრდებულნი. ორთაჭალის ციხეში, როგორც წესი, ძირითადად, ეჭვმიტანილები სხედან და მათ წინააღმდეგ სასამართლოს ჯერ არა აქვს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. ამდენად, მოკლულების საზოგადოებისთვის საშიშ დამნაშავეებად დახასიათება არასამართლიანიაო, - აღნიშნავენ ადამიანის უფლებების დამცველებიც. საპატიმროში, სადაც ცოტა ხნის წინ სპეცრაზმი იყო, 28 მარტს სასულიერო პირები შევიდნენ. ერთ-ერთ მათგანს ტელეფონით ჩვენ სწორედ საპატიმროში ყოფნის მომენტში ვესაუბრეთ.
[მამა იაკობის ხმა] ”აგერ დგას პატიმარი და ამბობს, არავითარ გაქცევას არ ვაპირებდითო.”
პატიმრები უარყოფენ გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ 27 მარტს ისინი საპატიმროდან გაქცევას ცდილობდნენ. ეს არაერთმა მათგანმა დაადასტურა 28 მარტს სასულიერო პირებთან შეხვედრისას. სასულიერო პირები, პატიმრების მონათხრობზე დაყრდნობით, აღნიშნავენ, რომ ბუნტი სპონტანურად ციხის საავადმყოფოში სპეცრაზმის შესვლის გაპროტესტებისთვის მოხდა.