არამედ რუსეთის მედიისთვისაც საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. და ეს რომ ნამდვილად ასეა, ამას თუნდაც რუსეთის გაზეთების გუშინდელი პუბლიკაციები მოწმობს. მხოლოდ რამდენიმე სტატიაზე ვისაუბრებთ.
ჯერ კიდევ 12 დეკემბერს თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობაში აგრესიული მუხტი საკმაოდ მაღალი იყო. 12 დეკემბრის „ნეზავისიმაია გაზეტა“, სათაურით „სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან საბრძოლველად მზად არის“, აქვეყნებს ინტერვიუს ცხინვალის ხელისუფლების მინისტრთან ანატოლი ბარანკევიჩთან. ბარანკევიჩი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს მხრიდან პროვოკაციების თავიდან აცილებისთვის მზად არიან. რას ელის ბარანკევიჩი უახლოეს დროში? - ამ კითხვაზე თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს:
საქართველოს შეიარაღებული ძალები ჯერ როკის გვირაბის აღებას შეეცდებიან - სწორედ ამ გვირაბის დახმარებით მარაგდება ცხინვალი. შემდეგ ეცდებიან ტრანსკავკასიური მაგისტრალის ჩაკეტვას, ანუ ცხინვალის ბლოკირებას, რადგან სხვაგვარად ცხინვალს ვერ აიღებენ. ცხინვალის ბლოკადაში მოქცევის შემდეგ კი ჩვენი დედაქალაქის რამდენიმე დღეში დაპყრობა და აქ თავისი კონტროლის დამყარება აქვთ დაგეგმილი. ვაცხადებ, რომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი მიწა და საქართველოს შეიარაღებული ძალები სათანადო პასუხს მიიღებენ.
“ნეზავისიმაია გაზეტას” კითხვაზე, რამდენად ბრძოლისუნარიანია ცხინვალის შეიარაღებული ძალები და შეძლებს თუ არა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ბარანკევიჩი დარწმუნებით აცხადებს:
ჩვენი შეიარაღებული ძალების რიცხოვნობაზე, გასაგები მიზეზების გამო, არაფერს ვიტყვი. რაც შეეხება შეიარაღებას - ეს ყველამ იხილა იმ აღლუმზე, ცოტა ხნის წინ ცხინვალში რომ ჩატარდა. ჩვენ გვაქვს საშუალება, მოწინააღმდეგეს სათანადოდ დავხვდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი შეიარაღებული ძალები საქართველოს არმიაზე მცირერიცხოვანია, მაგრამ უფრო ბრძოლისუნარიანია. ასე რომ, იარაღთან, სამხედრო ტექნიკასა და ცოცხალ ძალასთან დაკავშირებით ჩვენ პრობლემა არა გვაქვს - ადამიანები, ბრძოლის თვალსაზრისით, მომზადებულნი არიან და საკუთარი მიწა-წყლის დაცვას ბოლომდე აპირებენ.