არადა, მხარეებს ჯერაც ვერ მოულაპარაკებიათ გაზის იმპორტირების სხვადასხვა პირობების - მათ შორის, ფასის - თაობაზე. ამ საკითხებზე შეთანხმების მისაღწევად 12 დეკემბერს თბილისს ეწვია ”გაზპრომის” თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ რიაზანოვი. როგორც ცნობილია, რუსეთს გადაწყვეტილი აქვს საქართველოს გაზი, 65 დოლარის ნაცვლად, 110 აშშ დოლარად მიაწოდოს. უარყოფითთან ერთად რა დადებითი მხარეეები შეიძლება ჰქონდეს ბუნებრივი აირის საფასურის თითქმის გაორმაგებას?
იმ შემთხვევაში, თუ 2006 წლის 1 იანვრიდან რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საფასური 65-დან 110 დოლარამდე გაიზარდა, - სავარაუდოდ კი, ეს ასე იქნება, - ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი 34 თეთრამდე მოიმატებს.
[ნინო ასათიანის ხმა] ”ძალიან დიდი წილი აქვს - დაახლოებით 70 პროცენტი აქვს - იმპორტს გაზის ტარიფში. თუ გაიზრდება, ვთქვათ, 110 დოლარამდე, სამომხმარებლო ტარიფი გაიზრდება 5-7 თეთრით. პირდაპირ 70 პროცენტით არ გაიზრდება ტარიფი, მაგრამ 25-30 პროცენტით მაინც გაიზრდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.”
ეს არის ნინო ასათიანი, საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ოფიციალური წარმომადგენელი. მან თქვა, რომ გაზის ტარიფში იმპორტის წილი 70 პროცენტია. ეკონომიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამ ციფრს არაბუნებრივად მიიჩნევს და იმ უამრავ შუამავალზე მაინიშნებს, რომლებიც ტარიფის ხელოვნურ მატებას განაპირობებდნენ.
[სოსო ცისკარიშვილის ხმა] ”საქართველოს საზღვარზე ამ გაზის გადაცემა ხდებოდა არა რომელიმე ქართული კომპანიისთვის, არამედ ისევ რუსული კომპანიისთვის. შემდეგ ვინმე ბატონი დეიკალოები შედიოდნენ კორუფციულ გარიგებაში და ჩვენ ვიხდიდით იმაზე მეტს, ვიდრე გაზის ტრანსპორტირება ღირდა.”
ცისკარიშვილის განცხადებით, გაზის ტარიფის საკომპენსაციოდ გამოყოფილი სახსრების ათვისებამდე საქართველოს მთავრობამ კარგად უნდა შეისწავლოს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების რეალური ხარჯები, რათა კომპენსაციით, მოსახლეობის ზარალის ნაცვლად, შუამავალი კომპანიების ზარალის ანაზღაურება არ მოხდეს.
ექსპერტების აზრით, ამ ნაბიჯით საქართველოს მთავრობა იმ სოციალური უკმაყოფილების თავიდან აცილებას ცდილობს, რომელსაც გაზის გაძვირებით რუსეთი მოელოდა.
არახალია, რომ მოსკოვი ენერგომატარებლებს - მათ შორის, ბუნებრივ აირს - საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს ხოლმე. ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტების აზრით, ამ ზეწოლიდან თავის დაღწევა მხოლოდ ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების მოძიების შემთხვევაშია შესაძლებელი. სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საფასურის საერთაშორისო ფასებთან მიახლოება ქართულ ეკონომიკას ალტერნატიული წყაროების მისაღებად მოამზადებს:
[სოსო ცისკარიშვილის ხმა] ”ჩვენ ბედმა გვარგუნა სიმწრის ფასად თავს მოეხვია გარკვეული ელემენტები დამოუკიდებლობისა თავად რუსეთს საქართველოსთვის. გაზის საკითხი ეს არ არის ცალკე საკითხი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიდან. დადგება დრო, როდესაც ჩვენ ამას შევაფასებთ როგორც პოზიტიურ მოვლენას, თუმცა სანამ ეს დრო დადგებოდეს, ჩვენ საკმაოდ მძიმე ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი შიდა ეკონომიკური ცხოვრების მოწესრიგებისათვის.” (სტილი დაცულია)