შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, სხვა ქვეყნების 34 ლიდერთან ერთად არგენტინაში ორი ამერიკის სამიტს დაესწრო.
არგენტინის პრეზიდენტთან, ნესტორ კირჩნერთან ერთად სიტყვით გამოსვლისას, ბუშმა ლათინური ამერიკის მთავრობებს კორუფციასთან ბრძოლისკენ მოუწოდა, და განაცხადა, რომ ეს რეგიონში ინვესტიციებს მიიზიდავს.
[ბუშის ხმა]: "როდესაც მთავრობა კორუფციას ებრძვის, ის ამით დიდ და მცირე ინვესტორებს ნიშანს აძლევს, რომ ამ ქვეყანაში რისკზე წასვლა შეიძლება". პარალელურად, შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ არგენტინაში გამართულ საპროტესტო მსვლელობაში დღეს ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკებში თავისუფალი ვაჭრობის ახალი ზონის დამყარებას ეწინააღმდეგებიან.