საბიუჯეტო კომიტეტში მეწარმეების მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ იღებს. ახალი საგადასახადო კოდექსის მიმართ პრეტენზიებს ბიზნესწრეები დიდი ხანია აფიქსირებენ, თუმცა აქამდე აღმასრულებელი ხელისუფლება მათ რჩევებს ნაკლებად ითვალისწინებდა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ცვლილებების პაკეტი მზადდება და იგი, სავარაუდოდ, ნოემბერში შევა საკანონმდებლო ხელისუფლებაში. რის შეცვლას აპირებს მთავრობა ახალ საგადასახადო კოდექსში?
რამდენიმეთვიანი კონსულტაციების და თავიანთი პრეტენზიების არაერთგზის დაფიქსირების შემდეგ, ბიზნესსექტორმა საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გარკვეული შეთანხმება შეძლო. ფინანსთა სამინისტროში მზადდება ცვლილებები, რომელიც ახალ საგადასახადო კოდექსში უნდა შევიდეს. აქამდე აღმასრულებელი ხელისუფლება ნაკლებად ითვალისწინებდა მეწარმეთა პროტესტს კოდექსში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით. დღეს კი ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილიც აღიარებს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედების შემდეგ მთელი რიგი მნიშვნელოვანი და ტექნიკურ-რედაქციული ხარვეზი გამოვლინდა, რამაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა განაპირობა. როგორც აღმოჩნდა, საფინანსო უწყება ცვლილებების პროექტზე უკვე ორი თვეა მუშაობს და მისი საბოლოო ვარიანტის პარლამენტში წარდგენა, სავარაუდოდ, უკვე ნოემბერში მოხდება.
ის, რომ მთავრობა საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით დიალოგზე თანახმაა, ბიზნესფედერაციის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ისაკაძეს, უკვე პროგრესად მიაჩნია:
[გიორგი ისაკაძის ხმა] „ჩვენ დავინახეთ მზადყოფნა, რომ დღეს უკვე ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური მზადყოფნა არის.“(სტილი დაცულია)
კოდექსთან დაკავშირებით კითხვები არსებობს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, რომლის ინიციატივითაც გაიმართა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და მეწარმეებს შორის დიალოგი. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ფიქრობს, რომ ცვლილებების განხორცილებისას სახელმწიფო და ბიზნეს ინტერესს შორის ბალანსი უნდა იყოს დაცული:
[ირაკლი კოვზანაძის ხმა] ”კითხვები, რომლებიც ისმება მოგების გადასახადის აღრიცხვასთან დაკავშირებით, არის კითხვები დამატებული ღირებულების გადასახადთან, საშემოსავლო გადასახადთან და ა.შ. თითოეული კუთხით იქნება კონკრეტული გავლა, რომ იყოს ისეთი შედეგი, რომელიც, ბუნებრივია, უნდა გამოდიოდეს ქვეყნის ინტერესებიდან ცალსახად, მაგრამ უნდა ითვალისწინებდეს მეწარმის ინტერესებს.”(სტილი დაცულია)
ერთ-ერთი პრეტენზია, რასაც მეწარმეები კოდექსთან დაკავშირებით მუდმივად აფიქსირებდნენ, იყო ორმაგი ინტერპრეტაციის პრობლემა, რომელიც საშუალებას აძლევდა საგადასახადო ადმინისტრაციას სხვადასხვა სადავო საკითხი თავის სასარგებლოდ გადაეწყვიტა. ფინანსთა მინისტრის ლექსო ალექსიშვილის განცხადებით, ახალ საგადასახადო კოდექსში ძირითადი ცვლილებები სწორედ ინტერპრეტაციების თემას შეეხება. ამასთან, დაზუსტდება დამატებული ღირებულების გადასახადის გავრცელების არეალი:
[ლექსო ალექსიშვილის ხმა] ”აქ არის საუბარი ისეთი ტიპის ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინტერპრეტაციების გასწორებისთვის, იყოს საუბარი, როდესაც არის ორმაგი ინტერპრეტაცია, ამ შემთხვევაში იყოს სრულყოფილი ფორმულირება, რომელიც ხელს უშლის მეწარმეს თავის საქმიანობაში და საგადასახადო ადმინისტრაციას თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში და, ამავე დროს, ისეთი სახის ცვლილებები, რომელიც სრულყოფას მიანიჭებს თვითონ ამ კოდექსს. ეს არის, ასე ვთქვათ, მთავარი პირობა ამ ცვლილებებისა.”(სტილი დაცულია)
საბოლოოდ, დიალოგი, ერთი მხრივ, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასა და, მეორე მხრივ, ბიზნესსექტორს შორის შედგა. ამ დიალოგის შედეგი ცნობილი გახდება რამდენიმე კვირაში, როდესაც მთავრობა ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტს პარლამენტს გადაუგზავნის განსახილველად.