Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის


თბილისში გაიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობათა

თბილისში გაიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობათა
ხელმძღვანელების საბჭოს სხდომა, რომლის მონაწილეებმა, ძირითადად, ეკონომიკური ხასიათის საკითხები განიხილეს. სხდომის დასასრულს მთავრობათა მეთაურებმა ხელი მოაწერეს შემაჯამებელ დოკუმენტებს. როგორც საბჭოს მსვლელობისას, ისე მისი დამთავრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი ყურადღება თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნისა და თანამეგობრობის მომავლის თემებს დაეთმო. საბჭოს ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ ფრადკოვი, რომელიც ამ თანამდებობაზე შეცვლის მოლდავეთის პრემიერ-მინისტრს ვასილე ტარლევს. როგორც დსთ-ის აღმასრულებელმა მდივანმა ვლადიმირ რუშაილომ განაცხადა, თანამეგობრობის გარდაქმნა სამი ძირითადი მიმართულებით წარიმართება: ეკონომიკური ინტეგრაცია, ჰუმანიტარული ურთიერთობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
XS
SM
MD
LG