საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე მუხლი იუწყება, რომ „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს“. სწორედ ამ წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებების დაცვას ემსახურება სახალხო დამცველის ოფისი, რომელიც თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე, არის განთავსებული და რომელიც საქართველოში 1997 წლიდან მოქმედებს. თუმცა ერთია ის, რა წერია ქაღალდზე და მეორე, რამდენად ეფექტურად მუშაობს ომბუდსმენის ინსტიტუტი სინამდვილეში, ანუ რამდენად დამოუკიდებელია სახალხო დამცველი ხელისუფლების ზეწოლისაგან და რამდენად ახერხებს ომბუდსმენი უფლებაშელახული მოქალაქეების დაცვას.
საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტი 1997 წლიდან მოქმედებს. რვა წლის წინ, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წარდგინებით, პარლამენტმა პირველ ომბუდსმენად პოლიციის გენერალ-მაიორი დავით სარალიძე დაამტკიცა. ყოფილი პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ომბუდსმენის ინსტიტუტის შეგნებულ დისკრედიტაციად მიიჩნია, თუმცა საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ამგვარ განწყობას ანგარიში არც შემდგომ გაეწია, როცა რიგით მეორე სახალხო დამცველად პარლამენტმა საქართველოს სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ნანა დევდარიანი, დანიშნა. პაატა ზაქარეიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული ექსპერტი, ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლება არ იყო დაინტერესებული სახალხო დამცველის ინსტიტუტის რეალური გაძლიერებით:
[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "ვინაიდან მართლა იყო სახალხო დამცველი კანონით დაცული, მართლა კარგად იყო გამოკვეთილი ქართულ კანონმდებლობაში მისი როლი, ამიტომ შევარდნაძე ყველანაირად ცდილობდა სახალხო დამცველს არ გამოეყენებინა ის ბერკეტები, რომელიც მას მართლა ჰქონდა. ამიტომ ნიშნავდა ისეთ ადამიანს, რომელიც არ იყო დამოუკიდებელი."
და ეს მაშინ, როცა „ორგანული კანონი სახალხო დამცველის შესახებ“ ომბუდსმენს ავალდებულებს ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავსუფლებათა დაცვას, გამოავლინოს მათი დარღვევის ფაქტები, ხელი შეუწყოს დარღვეული უფლებების აღდგენას. რამდენად ახერხებს სახალხო დამცველის ოფისი კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზებას და რამდენად თავისუფალია იგი პოლიტიკური წნეხისაგან? მე ამ კითხვებით რიგით თბილისელებს მივმართე.
[ქალის ხმა] "იცით, თუ გადავავლებთ თვალს ჩვენს ქვეყანას, ვერ ართმევს თავის მოვალეობას თავს. არ არის თავისუფალი და როცა თვითონ არ არის თავისუფალი, ვერც სხვის უფლებებს დაიცავს სათანადოდ."
[მამაკაცის ხმა] "მოქმედი სახალხო დამცველი, წინამორბედთან შედარებით, პროგრესული და ნიჭიერი კაცია, მაგრამ, ამავდროულად, არის ტენდენციური. მთავრობას მასზე გავლენა აქვს, არადა, არ უნდა ჰქონდეს. თუ სახალხო დამცველი ხარ, უნდა ემსახურო ხალხს და ხალხის ინტერესები უნდა დაიცვა."
[ქალბატონის ხმა] "სახალხო დამცველი ბოლო დროს გააქტიურდა, შეიძლება მომავალში, მართლაც, უკეთესად წარმართოს საქმიანობა, მაგრამ ამ წუთში - რადგან ამ წუთში გვეკითხები - თითქოს ძალიან შეზღუდულია."
ამგვარად აფასებენ თბილისელები რიგით მესამე სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის, საქმიანობას. არადა, სუბარი ომბუდსმენის თანამდებობაზე არჩევამდეც წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობდა. გასული წლის სექტემბერში კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ წარდგენილ მის კანდიდატურას პარლამენტის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. მოქმედ სახალხო დამცველს ყველაზე მძაფრად ოპიზიციური პარტიებისა და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ, თუმცა თავად სახალხო დამცველი ოპონენტების კრიტიკას არ იღებს:
[სოზარ სუბარის ხმა] "ვერანაირად ვერ გავიზიარებ იმ პოლიტიკოსების პრეტენზიებს, რომლებიც მართლა დადგნენ ყოფილი პრეზიდენტის მხარეს მაშინ, როცა მართლა ირღვეოდა ადამიანის უფლებები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ყოფილი რეჟიმის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად."
თუმცა სახალხო დამცველის აპარატში არ უარყოფენ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება ამა თუ იმ კანონდარღვევაზე დროული და ეფექტური რეაგირება. ია ანთაძე, რომელიც ომბუდსმენის ოფისში სამოქალაქო განათლების ჯგუფს ხელმძღვანელობს, მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის შესახებ კანონი, რომელიც თავის დროზე საკმაოდ პროგრესულ კანონად იყო მიჩნეული, სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებს:
[ია ანთაძის ხმა] "კანონი სახალხო დამცველის შესახებ სერიოზულად მოძველებულია, ანუ სახალხო დამცველი არ ფლობს იმ ბერკეტებს, რითაც რეალურად შეიძლება დაეხმაროს მასთან მოსულ ადამიანებს. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა ფუნქციების გაზრდა. ამის გამო ჩვენსავე აპარატში იქმნება სახალხო დამცველის შესახებ კანონის ახალი ვარიანტი და შევეცდებით, რომ ჩვენი ინიციატივა კანონპროექტის სახით შევიდეს პარლამენტში."
კანონპროექტში, რომელიც სახალხო დამცველის ოფისში იწერება, შევა რევოლუციური მუხლი, რომელიც, ია ანთაძის თქმით, საგრძნობლად გაზრდის ომბუდსმენის ფუნქციებს. ცვლილების თანახმად, თუკი კანონდარღვევას სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელი განახორციელებს, სახალხო დამცველის ოფისს დამოუკიდებელი მოკვლევის უფლება ექნება. ომბუდსმენის აპარატში მიიჩნევენ, რომ მოკვლევის ფუნქციის მინიჭებით სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის ეფექტურობა საგრძნობლად ამაღლდება, თუმცა, ვიდრე პარლამენტი კანონპროექტს კანონად აქცევს, ომბუდსმენს მოძველებული, ლამის ათი წლის წინ მიღებული, კანონით მოუწევს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა.