Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის სამხრეთში რამდენიმე ათასმა ეთნიკურმა


სერბიის სამხრეთში რამდენიმე ათასმა ეთნიკურმა ალბანელმა 16 წლის ალბანელი ბიჭის მკვლელობის გამო

სერბიის სამხრეთში რამდენიმე ათასმა ეთნიკურმა ალბანელმა 16 წლის ალბანელი ბიჭის მკვლელობის გამო
საპროტესტო აქცია მოაწყო. შეგახსენებთ, ალბანელი დაშნიმ ჰაირულაჰუ გასულ კვირაში მაკედონია-სერბიის საზღვრის გადაკვეთისას მესაზღვრემ მოკლა. ბელგრადიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ პრესევოში მოწყობილი აქციის მონაწილეები სამართლიანობისკენ მოწოდებით გამოდიოდნენ. სერბიის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაშნიმ ჰაირულაჰუს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას ესროლეს. თუმცა, ეთნიკური ალბანელები მიიჩნევენ, რომ ჰაირულაჰუ უმიზეზოდ მოკლეს და მოითხოვენ იმ მესაზღვრის დასჯას, ვინც ალბანელ ბიჭს ესროლა. ორშაბათის საპროტესტო აქცია რეგიონში სერბიისა და ჩერნოგორიის ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრის ვიზიტს დაემთხვა.
XS
SM
MD
LG