უმრავლესობის ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ არაფერი შეიცვლება და სახელისუფლო გუნდი მართვის ბერკეტებს უპრობლემოდ შეინარჩუნებს.
პოლიტიკურ პროცესს ყოველთვის წარმართავს მასში მონაწილე ადამიანების სამომავლო პერსპექტივა. დღევანდელ პარლამენტში ძალთა განლაგებასაც დიდწილად ის ფაქტორი განსაზღვრავს, თუ როგორ და რაში დაინახავენ საკუთარ პერსპექტივას უმრავლესობის წევრები.
იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილებების მიმღები გუნდი სულ რამდენიმე ადამიანით დაკომპლექტდა და დანარჩენებს მხოლოდ პულტზე თითის დაჭერის ფუნქცია დაეკისრათ, მოსალოდნელია მოვლენების ორგვარი განვითარება.
არ არის გამორიცხული, რომ ამჟამინდელი უმრავლესობის ის წევრები, რომლებიც პოლიტიკაში რევოლუციურმა ტალღამ შემთხვევით მოიყვანა, პულტზე თითის დაჭერით დაკმაყოფილდნენ და, პარალელურად, ოჯახის სარჩო სხვაგან, პოლიტიკის მიღმა, მოძებნონ. ამ შემთხვევაში, სახელისუფლო გუნდი ხანგრძლივად შენარჩუნდება. მაგრამ თუკი დღევანდელი 155 წევრიანი უმრავლესობის დიდი ნაწილი თავის კარიერას მაინც პოლიტიკას დაუკავშირებს, ეს ნაწილი, ცხადია, ვერ დაკმაყოფილდება ამჟამინდელი უხერხული როლით და ფუნქციით, გნებავთ, ძალაუფლების ნულოვანი ხარისხით. ამ შემთხვევაში, მოსალოდნელია დიდი გადაჯგუფებები პარლამენტში გავლენის ახალი ცენტრების, თუნდაც, ოპოზიციის ჩამოსაყალიბებლად.
არ არის შემთხვევითი, რომ პერსპექტივის თემა მაინცდამაინც პარლამენტისკენ მიდის: ეს ყველაზე კომფორტული და მყუდრო ადგილია პოლიტიკური აქტივობისთვის. ახალი პერსპექტივა, ახალი შანსი ხშირად ძლიერი ოპოზიციის შექმნას უკავშირდება. არსებობს თუ არა ამისთვის საფუძველი დღეს? ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას გარანტირებული აქვს საპარლამენტო მხარდაჭერა, გადაწყვეტილებები აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიიღება და პარლამენტში მხოლოდ ფორმდება. ამიტომ პოლიტიკის ცენტრი პარლამენტი კი არ არის, არამედ კანცელარია და მინისტრთა კაბინეტია. ეს კარგი სტიმულია პოლიტიკურად აქტიური დეპუტატებისთვის, რომ საკუთარი როლის გაზრდაზე იზრუნონ, თუნდაც ხელისუფლებისგან გამიჯვნის გზით.
ღირსების პირველი ტესტი, რომელსაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სექტემბერში ჩააბარებს, ზოგადი განათლების კანონპროექტის განხილვა იქნება. ეს კანონპროექტი, დღევანდელი სახით, სკოლებისთვის მიუღებელია. გამოიჩენს თუ არა პარლამენტი პოლიტიკურ ამბიციას, რომ საკითხი არსებითად განიხილოს? თუ ძველებურად უბრძოლველად დანებდება აღმასრულებელ ხელისუფლებას?
საფიქრებელია, რომ საშემოდგომო სესიის განმავლობაში გამოიკვეთება, როგორ ეკიდებიან უმრავლესობის წევრები სადეპუტატო მოვალეობებს: გულმხურვალედ თუ გულგრილად. სწორედ ამის მიხედვით შეიძლება განსაზღვრა, უმრავლესობის რა ნაწილს სურს პოლიტიკაში დამკვიდრება და ვინ არის ის, ვისაც პარლამენტის წევრობა ცხოვრების მოსაწყობად სჭირდება. ამიტომ უახლოესი თვეების განმავლობაში პროგნოზებზე საუბარი ნაადრევია: ჯერ მხოლოდ დაკვირვების დროა.