ცინცაძე კოკოითს ცილისწამებასა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს. საოლქო სასამართლოში პროცესი, სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება, თუმცა ცინცაძე დარწმუნებულია, რომ დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერი პროცესზე არ გამოცხადდება. შელახული ღირსების დაცვა სასამართლოს ძალით არასერიოზულ ნაბიჯად მიაჩნია კოკოითის წარმომადგენელს კონფლიქტის ზონაში ვაჟა ხაჭაპურიძეს.
სამოქალაქო განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ირინა ცინცაძე პატივისა და ღირსების შელახვისათვის ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერს სასამართლოში უჩივის. ირინა ცინცაძე კოკოითს ცილისწამებაში ადანაშაულებს. დაახლოებით სამი კვირის წინ ედუარდ კოკოითმა, რუსული ტელეარხების მეშვეობით, მას ოსი მაღალჩინოსნების გადაბირებასა და მათთვის დიდი რაოდენობით თანხის შეთავაზებაში დასდო ბრალი. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ბურჯანაძის დობილად მოხსენიებული ცინცაძე დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესზე კოკოითი არ გამოცხადდება, თუმცა აცხადებს, რომ ცილისწამებისათვის პასუხი ყველამ უნდა აგოს:
[ირინა ცინცაძის ხმა] ,,დარწმუნებული ვარ იმაში, რომ კოკოითი არ გამოცხადდება სასამართლოში, ახლა მაგაზე ლაპარაკი ზედმეტია. შევიტანე იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ ჩემი პატივი და ღირსება არის შელახული. მე იმედი მაქვს, რომ ვინმე გამაგებინებს, რა ტიპის და ვარ მე ნინო ბურჯანაძის, ეს ერთი, და მეორე, რა ტიპის მოსყიდვას ვაკეთებდი მე იქ ოსური ჩინოვნიკების.”(სტილი დაცულია)
ირინა ცინცაძის ამ გადაწყვეტილებას სისულელეს უწოდებს კოკოითის წარმომადგენელი კონფლიქტის ზონაში ვაჟა ხაჭაპურიძე. საომარ პირობებში მყოფი ქვეყნის მოქალაქეებისათვის მსგავსი ნაბიჯი მიუღებელია, - აცხადებს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი.
[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა] ,,მთავარი საკითხი არის ახლა ცეცხლის შეწყვეტა. სასამართლოებისთვის ვის სცალია, ან ვინ მოუსმენს მაგათ, ან რა დოკუმენტები არსებობს მაგისთვის? აი, ჩემთვის რომ ეკითხა, მე ვეტყოდი იმას, რომ თავი შეეკავებინა და გაეცა პასუხი, რომ ეს არ იყო სწორი. თავი ემართლებინა. თორემ სასამართლომ ვის რა მოუტანა, რომ მაგას რამე შედეგი მოუტანოს.”(სტილი დაცულია)
ცინცაძის ეს გადაწყვეტილება მის კოლეგებსაც არაეფექტურად მიაჩნიათ. საინფორმაციო ცენტრ ,,ინფო ფიის” ხელმძღვანელი ზურაბ ბენდიანიშვილი კოკოითის დასჯას სხვა დანაშაულებების გამო მოითხოვს:
[ზურაბ ბენდიანიშვილის ხმა] ,,უბრალოდ, ალბათ, ირინა შეეცადა, რომ ამით თავისი სიმართლე დაემტკიცებინა. ასეთი რამე სისულელეა. ამ გზით კოკოითის დასჯა ჩვენის მხრიდან, რა თქმა უნდა, გამორიცხულია. მას გაცილებით მეტი დანაშაულებები აქვს ჩადენილი, რისთვისაც უნდა დაისაჯოს.”
ირინა ცინცაძის მიერ სამხრეთ ოსეთში 7 წლის წინ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კორდ 2000”-მა, რომელიც 9 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანებას წარმოადგენს, თავის დროზე ცხინვალში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ რუსულ მედიას დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერისთვის არასასურველი ინფორმაცია მიაწოდა. მათი დაპირისპირებაც სწორედ აქედან დაიწყო. მას შემდეგ ცინცაძეს ცხინვალის რეგიონში შესვლაც აეკრძალა. ,,პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებულ ცინცაძესა და მის ორგანიზაციასთან კოკოითმა ყოველგვარ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. კონფლიქტის გამწვავების შემდეგ კი ,,ალტერნატივის” ხელმძღვანელი ცხინვალში დარჩენილ თანამშრომლებთან წესიერად სატელეფონო საუბრებსაც ვეღარ ახერხებს. ამან, მისი აზრით, შესაძლებელია, უკვე დაფინანსებულ, მაგრამ ჯერ კიდევ განსახორციელებელ პროექტებზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.