შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის განცხადება ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დროებითი კომისიის შექმნის მიზანია ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მიმდინარე პროცესების სამართლებრივი და იურიდიული მხარის შესწავლა. კომისიის წევრი ზვიად ძიძიგური კონფლიქტის ზონიდან ე. წ. რუსი მშვიდობისმყოფელების სასწრაფოდ გაყვანასა და სამხედროების ინტერნაციონალიზაციას მოითხოვს. რა სახის ინფორმაცია უნდა მიაწოდოს კვირის ბოლოს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს ახლად შექმნილმა კომისიამ?
სამართლებრივი ბაზის შექმნა, მისი შესწავლა და სამომავლოდ გარკვეული რეკომენდაციების მიცემა პარლამენტისთვის - ამ მიზნით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა 23 წევრისაგან დაკომპლექტებული დროებითი კომისია, რომელიც კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესებს განიხილავს. კომისიის თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე აღნიშნავს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა შემსწავლელი კომისია წინა მოწვევის პარლამენტში არსებული ცხინვალისა და აფხაზეთის საკითხთა კომისიების გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა და ამ რეგიონებში მიმდინარე პროცესების სამართლებრივ და იურიდიულ მხარეს შეისწავლის. დროებითი კომისიის წევრები ცხინვალის რეგიონში ერთმანეთს შეცვლიან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებენ. მიღებული ინფორმაციებისა და განვითარებული მოვლენების მიხედვით, მაღლაფერიძე ფიქრობს, რომ საქართველომ უკვე ყველა სამშვიდობო ხერხი ამოწურა:
[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] ,,სამწუხაროდ, ძალიან ვუახლოვდებით ბოლო ზღვარს - საქართველომ პრაქტიკულად თითქმის ამოწურა ყველა სამშვიდობო ხერხი და რაც მასზე იყო დამოკიდებული. ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ეს იყოს უმშვიდობო მშვიდობა, ანუ სროლებს შორის მშვიდობა. ვინ აკეთებს ამას, ეს არის სრულიად ერთმნიშვნელოვანი, რომ აღარაფერი ვთქვათ დაქირავებულ კაზაკებსა და სხვა ათასი ჯურის რუსეთის მოქალაქეზე, რომელიც რაღაც ფულის გულისთვის მოდის, მაგრამ, ამავე დროს, მოდის რუსეთის მხარის თანხმობით.”
საქართველოსთვის წამგებიანი ათასობით ხელშეკრულების დადებამ ქვეყანა საომარ ვითარებაში ჩააყენა - მიაჩნია კომისიის წევრს ზვიად ძიძიგურს. იგი კონფლიქტის ზონიდან რუსეთის ჯარის სასწრაფოდ გაყვანასა და სამხედრო პირების ინტერნაციონალიზაციას მოითხოვს. ძიძიგური შემუშავებულ 3 ვარიანტზე საუბრობს. პირველი ვარიანტის მიხედვით, სროლის შეწყვეტის მიზნით უნდა მოხდეს საქართველოს შინაგანი ნაწილების გამოყვანა კონფლიქტის ზონიდან, როგორც ამას რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს; მეორე ვარიანტი იმ ვითარების შენარჩუნებას გულისხმობს, რაც ამჟამად არის შექმნილი ცხინვალის რეგიონში, პერიოდული დაბომბვების სახით, და მესამე, ძიძიგურის აზრით, ყველაზე პერსპექტიული ვარიანტი, რომელიც კონფლიქტის ზონაში სხვა ძალების დამატებას ითვალისწინებს, რათა 1992 წლიდან გაყინული საკითხები პოზიტიურობისაკენ დაიძრას.
[ზვიად ძიძიგურის ხმა] ,,ჩვენ დავიწყებთ აუცილებლად, პირველ რიგში, იმ ხელშეკრულებების შესწავლას, რომლებიც არის დადებული 1992 წლის შემდეგ საქართველოს მიერ სხვადასხვა ქვეყნებთან და ამ შემთხვევაში კონკრეტულად რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებებზე იქნება გამახვილებული ყურადღება. სადაც რუსეთი ჩვენ მშვიდობის ძალად და მშვიდობისმყოფელად გვყავს გამოცხადებული და ჩაყენებული კონფლიქტის ზონაში, უნდა მოხდეს იქ დენონსირება, სადაც ამის შესაძლებლობას კანონი გვაძლევს, სადაც არ გვაძლევს, იქ ანულირება უნდა მოხდეს.”(სტილი დაცულია)
2 დღის შექმნილი დროებითი კომისია კვირის ბოლოს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს ინფორმაციას მიაწვდის ყველა იმ წინააღმდეგობის შესახებ, რომელიც 1992 – 1998 წლამდე დადებულ ხელშეკრულებებში არსებობს. საკანონმდებლო ორგანოში კი იმის შესახებ იმსჯელებენ, თუ რა სამართლებრივ შედეგებამდე მივიდა საქართველო განვითარებული მოვლენების გამო.