მაგრამ, პირადად მიხეილ სააკაშვილის მიმართ მაღალი ნდობის ფონზე, სულ უფრო მეტად აქტუალურია კითხვა: როგორი იქნება ეს ძლიერი სახელმწიფო - ბიუროკრატიული თუ სამართლებრივი?
მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ როგორღაც ბრძანა, რომ ვლადიმირ პუტინი მისთვის მისაბაძი პრეზიდენტია. სოციოლოგიური კვლევის შედეგები მოწმობს, რომ რუსეთის მოსახლეობა თავის პრეზიდენტს უფრო მეტად ენდობა, ვიდრე არმიას, ეკლესიას და მასმედიას, ერთობლივად. მაგრამ როგორია პუტინის სახელმწიფო? მთავრობის აპარატის თანამშრომელთა 30% უშიშროების სამსახურის რეზერვისტია. ყველა წამყვან სამინისტროში - მინისტრის მოადგილეებიდან დაწყებული, მთელ ვერტიკალში - ბევრი სამხრეებიანი ადამიანია. ძლიერდება სახელმწიფოს როლი, როგორც საზოგადოებრივი პროცესების "ზემოდან" მარეგულირებელი ძალისა. ამგვარად განოყიერებულ ნიადაგზე რუსეთის პრეზიდენტი ენერგიულად ნერგავს მართვის ავტორიტარულ სტილს.
მაგრამ არსებობს ძლიერი სახელმწიფოს სხვაგვარი ნიმუშიც. შვედეთის მოსახლეობა, დაახლოებით, ცხრა მილიონია, თუმცა სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრთა რიცხვი 34 მილიონს აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ შვედეთის თითოეული მოქალაქე ნებაყოფლობით არის გაერთიანებული სამ ან ოთხ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში. ადამიანები იკრიბებიან და მონაწილეობენ საკუთარი ეზოს, ქუჩის, ქალაქის თუ ქვეყნის მართვაში. შვედეთის სახელმწიფოს ძლიერება და მისი მოსახლეობის კეთილდღეობა თითოეული ადამიანის სამოქალაქო აქტივობას ეფუძნება.
დავუბრუნდეთ თავდაპირველ შეკითხვას: როგორი იქნება ძლიერი ქართული სახელმწიფო - ბიუროკრატიულ-ავტორიტარული თუ სამართლებრივი? ახალი ხელისუფლების ნაბიჯები არც ერთ გაგრძელებას არ გამორიცხავს. და, აი, რატომ. ბიუროკრატიული სახელმწიფო ორ ბურჯს ეყრდნობა: ძალოვანი სტრუქტურების ძლიერებას და ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივ გამოყენებას. სამართლებრივი სახელმწიფო კი ოთხ სეგმენტს ეფუძნება: ფართო უფლებების თვითმმართველობას, ხელისუფლებისგან გამიჯნულ ბიზნესს, ძლიერ არასამთავრობო სექტორს და დამოუკიდებელ მასმედიას.
თვითმმართველობა, ფაქტობრივად, არ გვაქვს; არასამთავრობო სექტორი განახლებას ვერ ახერხებს, მასმედია წნეხის ქვეშ არის მოქცეული, ხოლო ბიზნესი გარინდულია არასტაბილურ გარემოში თავის გადასარჩენად. უეჭველია, რომ ჩვენი სახელმწიფო ჯერჯერობით ძალოვანი უწყებების ხარჯზე ძლიერდება. ძალოვანთა ქმედებაში ჩანს სამართლიანობის აღდგენის განზრახვა, მაგრამ არ ჩანს თავად სამართლიანობა და კანონის პატივისცემა.
მეორე მხრივ, ორი რევოლუციის შემდეგ, არნახულად ძლიერია სამოქალაქო ფაქტორიც და მოსახლეობის პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მომავალზე.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მორიგ გზაჯვარედინზე დგას. მასში არის ბიუროკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი აქცენტებიც და სამართლებრივი სახელმწიფოს ნიშნებიც.
საბოლოო სურათი განისაზღვრება იმ ურთიერთობით, რაც ჩამოყალიბდება ხელისუფლებას, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, შექმნას თამაშის ისეთი წესები, რომელიც ბიზნესს პოლიტიკისგან გამიჯნავს და კონკურენტულ გარემოში განვითარების საშუალებას მისცემს, რადგან საკუთრება ქმნის ინიციატივას, კეთილდღეობას და, რაც მთავარია, თავისუფლებას.
როდესაც სახელმწიფოში იწყება ბრძოლა ბიუროკრატიულ და სამართლებრივ არჩევანს შორის, ამ პროცესის პირველი ნიშანია ბიზნესისა და ბიუროკრატიის დაპირისპირება. რუსეთში ბიუროკრატია იგებს; ჯერჯერობით ასეა საქართველოშიც. ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას ბიუროკრატია და ბიზნესი უმტკივნეულოდ იყო შეზრდილი. რამდენიმე დღის წინ ხალხის სამსჯავროზე გამოტანილმა დაპირისპირებამ ზურაბ ჟვანიასა და ეროსი კიწმარიშვილს შორის დაადასტურა, რომ კლანური პოლიტიკა ისევ არსებობს, მაგრამ ჩრდილში ვეღარ თავსდება. ეს აშკარა პროგრესია.
და ბოლო შტრიხი: ავტორიტარული სახელმწიფო, როგორც წესი, სტაბილურობის მითზე დგას. ეს არის მითი, რომელიც სპობს რეფორმებს. პუტინიც, სტაბილურობის ფასად, რუსეთს ნელ მოდერნიზაციას სთავაზობს, რაც "იავნანასავით" აძინებს ქვეყანას. ჩვენ ეს საფრთხე არ გვემუქრება. მიხეილ სააკაშვილი თავისი პოლიტიკური ტემპერამენტით მეყსეულად ცვლის ყველაფერს, რასაც ეხება. ამიტომ საქართველოში ცვლილებები იქნება და სულ ცოტა დრო დასჭირდება იმის განსაზღვრას, თუ საით მიჰყავს ქვეყანა ახალ პრეზიდენტს: ავტორიტარიზმისკენ თუ სამართლებრივი სახელმწიფოსკენ.