Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთში დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების


ფოთში დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი სწავლებები "დიოსკურია 2004".

ფოთში დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი სწავლებები "დიოსკურია 2004".
სწავლებებში, რომლებიც 2 მაისამდე გასტანს, 2 000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. ფოთში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, გენერალრ-მაიორმა გივი იუკურიძემ უთხრა ჟურნალისტებს, რომ აჭარაში შეჭრას არავინ აპირებს და რომ ეს ღონისძიება დაგეგმილია მხოლოდ სწავლებების მიზნით. ეს კომენტარი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსისაგან" მივიღეთ, მოჰყვა აჭარაში ავტონომიის ხელმძღვანელობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ეს კი, თავის მხრივ, იყო გამოხმაურება ფოთის სწავლებებზე.
XS
SM
MD
LG