ავღანეთში ეთნიკური უზბეკების საველე მეთაურის აბდულ რაშიდ დოსთუმის ძალებმა სამთავრობო ჯარებთან კონფლიქტი უკვე სხვა მიმართულებით განაახლეს.
ამჯერად დოსთუმის შეიარაღებული მებრძოლები ავღანეთის ჩრდილოეთში ბალხის პროვინციის ქალაქის კოდი ბარქის დაკავებას ცდილობენ. სამხედრო შეტაკებებს ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა. დაჭრილია სამთავრობო ჯარების სამი მებრძოლი და მოკლულია ორი მეამბოხე. მათი ვინაობა უცნობია. კოდი ბარქი ჩრდილოეთის ქალაქ მაზარი შარიფიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ჯერ-ჯერობით სამთავრობო ძალები ქალაქის შენარჩუნებას ახერხებენ. მიმდინარე ერთი კვირის განმავლობაში დოსთუმის სამხედრო დაჯგუფება უკვე მეორე ქალაქის დაკავებას ცდილობს. გასულ ოთხშაბათს აბდულ რაშიდ დოსთუმის მებრძოლებმა ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთი პროვინცია ფარიაბის დედაქალაქი მაიმანა დაიკავეს, თუმცა სამთავრობო ძალების კონცენტრაციის შემდეგ, უკან დაიხიეს.