Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამური დაჯგუფება, რომელმაც აიღო საკუთარ


ისლამური დაჯგუფება, რომელმაც აიღო საკუთარ თავზე 11 მარტს მადრიდში მომხდარი ტერაქტებისთვის პასუხისმგებლობა,

ისლამური დაჯგუფება, რომელმაც აიღო საკუთარ თავზე 11 მარტს მადრიდში მომხდარი ტერაქტებისთვის პასუხისმგებლობა,
ესპანეთს ახალი თავდასხმებით ემუქრება. არაბულად დაწერილ წერილში, რომელიც კვირას მიიღო ესპანეთის ერთ-ერთმა გაზეთმა, ტერორისტები ულტიმატური სახით ითხოვენ, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ შეწყვიტოს შეერთებული შტატების მხარდაჭერა და გაიყვანოს ჯარები ავღანეთიდან და ერაყიდან. ხელისუფლება ფიქრობს, რომ წერილი არ არის ყალბი. მას ხელს აწერს "აბუ დუჯანა ალ-ავღანი" - დაჯგუფება, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო მადრიდის აფეთქებებისთვის პასუხისმგებლობა. ეს ხელით ნაწერი ფაქსი გაზეთმა რამდენიმე საათით ადრე მიიღო მანამდე, სანამ მადრიდის აფეთქებებში ეჭვმიტანილნი გუშინ თავს აიფეთქებდნენ ესპანეთის დედაქალაქის მახლობლად, როცა მათ პოლიციამ შემოარტყა ალყა. ესპანეთის ხელისუფლებამ დღეს დაადასტურა, რომ დაღუპულთა შორის იყო 11 მარტის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი, ჯგუფის ლიდერი ჯამალ ახმიდანი. დღეს ესპანეთის პოლიციამ ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი დააკავა. მადრიდის მატარებლებში 11 მარტს მომხდარ ხუთ აფეთქებას 191 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG