ბრძოლის პერიოდში ვიდეოგადაცემები ერაყის პროპაგანდის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ერაყში თუ სხვა ქვეყნებში მებრძოლი სამხედრო ჯგუფებისაგან საერთაშორისო მედია იმდენ აუდიო და ვიდეომასალას ღებულობს, რომ კაცს სათვალავი აერევა. შესაბამისად, კვლავაც აქტიურია შეკითხვა, როგორ უნდა მოიქცეს მედია: გადასცეს თუ დამალოს ტერორისტული ჯგუფების განცხადებები. ამ პრობლემას ეძღვნება რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ჩარლზ რეკნაგელის რეპორტაჟი.
უკანასკნელი ვიდეოჩანაწერი, რომელიც არაბულმა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირამ" გაავრცელა, ამ პროპაგანდისტული ჟანრის ყველაზე საუკეთესო მაგალითია. განვლილ უქმეებზე ნაჩვენებ კადრებზე, აღბეჭდილი იყო სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ყუმბარსატყორცნებით აღჭურვილი ხუთი ნიღბიანი მეომარი. ხოლო ერთ-ერთი სამხედრო, რომელიც აქამდე უცნობი "ერაყის ნაციონალური ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობის" წარმომადგენლად აცხადებდა თავს, აღთქმას დებდა, რომ ყოველ ღონეს იხმარს ერაყიდან ამერიკელების გასაძევებლად.
[არაბი მებრძოლის ხმა] "ერაყის წინააღმდეგობის მოძრაობა, როგორც ეს კარგად არის ცნობილი, ქვეყნის შიდა ფრონტებზე წარმატებებს აღწევს და აიძულებს მტერს უარი თქვას თავდასხმებზე და თავდაცვაზე იზრუნოს. ეს რეიდები და შეტევები ოკუპანტებს არ მისცემს საშუალებას ფეხი მოიკიდონ ერაყის მიწაზე. დიდება ღმერთს."
კვირას გადაცემულ რეპორტაჟში ნათქვამი იყო ასევე, რომ ბინ ლადენი ცოცხალია, ისევე როგორც მოლა ომარი, და შეიცავდა მოწოდებას ყველა მუსლიმის მიმართ, გაერთიანდნენ ერაყიდან ამერიკის გასაძევებლად.
ასეთი ვიდეოკადრები, როგორც წესი, ანონიმური არხებით ვრცელდება და მათი სარწმუნოობა დიდ ეჭვს იწვევს, მაგრამ მედია ვერ ამბობს უარს ცდუნებაზე, გადასცეს ისინი.
ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ეს პროპაგანდისტული მეთოდი, რომელიც არახალია, ერთგვარ საშუალებას წარმოადგენს გასამხედროებული ტერორისტული ჯგუფებისთვის მიიზიდონ მომხრეები. ლონდონის სტრატეგიული სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტის ჯონათან სტივენსონის აზრით, ტერორისტულ დაჯგუფებებს იმედი აქვთ, რომ მედიის გამოყენებით შექმნიან მოახლოებული გამარჯვების სურათს და უფრო მეტი ფანატიკური მომხრის გადაბირებას შეძლებენ.
[ჯონათან სტივენსონის ხმა] "ამ გასამხედროებული ჯგუფების უმრავლესობა ან "ალ-ყაიდას" წევრია, ან აშკარად თანაუგრძნობს მას. მეორე მხრივ, არიან ისეთები, რომლებიც იმიტაციას ახდენენ და გრძნობებზე თამაშობენ. მაგრამ როცა ადამიანები ხედავენ, რომ სხვებმა უკვე დაუკავშირეს საბედისწეროდ საკუთარი სიცოცხლე ტერორისტულ დაჯგუფებებს, ასეთი გადახრების მქონე მაყურებელს, ცხადია, უჩნდება სურვილი გადაახტეს ღობეს და შეუერთდეს მათ."
სტივენსონის თქმით, "ალ-ყაიდამ" ყველაზე მეტი მომხრის გადაბირება სწორედ მას შემდეგ შეძლო, რაც ტელეარხები მისი ნამოქმედარის - ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ჩადენილი საავიაციო თავდასხმების - ამსახველ კადრებს აჩვენებდნენ. ეს კი, სტივენსონის აზრით, მეტყველებს იმაზე, რომ თუ დასავლეთის ქვეყნებს მართლაც სურთ, ხელიდან გამოსტაცონ ტერორისტულ დაჯგუფებებს ადამიანების გადაბირების საშუალება, მათ უნდა სთხოვონ მედიას, აკრძალონ ამ ტერორისტული თავდასხმების ჩვენება.
მაგრამ მედალს, როგორც იტყვიან, მეორე მხარეც აქვს და, სტივენსონის თქმით, ასეთი აკრძალვა, შესაძლოა, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს, როგორც ეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის შემთხვევაში მოხდა, როდესაც ამ უკანასკნელმა აკრძალა ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ლიდერების ჩვენება ბრიტანეთის ტელევიზიით: ირა-ს სწორედ ამ აკრძალვით მიეცა შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიეპყრო.