სანამ მას დადებით პასუხს გასცემდა, სანამ გადაწყვეტდა, რომ, დიახ, ჯობია გაწირო საკუთარი თირკმელი და სამაგიეროდ ოჯახი გამოკვებო და დააბინავო. ოთხშაბათს ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის შესახებ ანგარიში, რომელიც ნათელყოფს, რომ ამ ბიზნესით, რომელიც სახიფათო მასშტაბებს იღებს ევროპის ღატაკ ქვეყნებში, ძირითადად ორგანიზებული დამნაშავეობა ჰპოვებს სარგებელს.
ანგარიშის ავტორის, რუთ-გაბი ვერმონტ-მანგოლდის თანახმად, ორგანოთა ტრეფიკინგზე დასპეციალებული დამნაშავეობრივი ჯგუფების ყურადღების ცენტრშია ევროპის ყველაზე ღატაკი ქვეყანა მოლდავეთი, სადაც საშუალო თვიური ხელფასი 50 დოლარს უდრის. მოლდავეთის გარდა ტრეფიკინგის მარშრუტი ხშირ შემთხვევაში გადის თურქეთზე, უკრაინასა და ისრაელზე.
მანგოლდის თქმით, დონორები, როგორც წესი, არიან 18-დან 28 წლამდე ასაკის მამაკაცები. მის მიერ გამოკითხულთა უმეტესობამ თირკმლის გაყიდვით 2500-3000 დოლარი აიღო. მაშინ, როცა ორგანოს მიმღები 100-დან 250 ათას დოლარამდე იხდის თითო ტრანსპლანტაციაში. ასე რომ, ექიმები და მაფია თითქმის 247 ათას დოლარ მოგებას ნახულობენ თითო გადანერგვაში.
კანონიერი გზით ორგანოების მისაღებად პაციენტებს საშუალოდ სამი წელი უწევთ ლოდინი. ამ ხნის მანძილზე ორგანოების მომლოდინეთაგან დაახლოებით 15-დან 30 პროცენტამდე კვდება.
გასაკვირი არ არის, რომ ასეთ ვითარებაში ყვავის შავი ბაზარი. დონორები, როგორც წესი, ჩაჰყავთ თურქეთში, სადაც მათ ოპერაციას უკეთებენ და სულ რაღაც ხუთ დღეში აბრუნებენ სამშობლოში. მათი ჯანმრთელობა საგრძნობლად უარესდება, ვინაიდან ისინი არ გადიან სარეაბილიტაციო მკურნალობას.
ანგარიშის თანახმად, ორგანოთა მყიდველებს შორის ხშირად ფიგურირებენ ისრაელის მოქალაქეები. დოკუმენტის მიხედვით, ისინი ორგანოებს იძენდნენ ესტონეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან და საქართველოდან.
როგორც ანგარიშის ავტორმა უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ეუგენ ტომიუკს, ორგანოების გაყიდვა არაეთიკურია და იგი ორგანოების შეწიულებით უნდა შეიცვალოს. მაგრამ ესეც ოჯახის, უახლოესი წრის ფარგლებში უნდა ხდებოდეს.
რამდენად უკანონოა ორგანოებით ვაჭრობა? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა იოლი არ არის მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ კრძალავს მას. ჯერ ერთი, კონვენცია ყველა მონაწილე ქვეყნის მიერ არ არის ჯერ რატიფიცირეული. გარდა ამისა, უმეტესი ქვეყნების კანონმდებლობებში არსებობს კონვენციის შემოვლის გზები.
მოლდაველმა ჟურნალისტმა ქალმა, ალინა ავრამმა ასეთი ცდა ჩაატარა. მან კისერზე ჩამოიკიდა დაფა წარწერით: "ვყიდი თირკმელს" და ნახევარი დღე იდგა კიშინიოვის ხალხმრავალ ქუჩებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ, უშიშროების სამსახურის შესასვლელთან. მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. პოლიციელებისგან რჩევაც კი მიიღო, აქ ვერ გაყიდი თიკმელს, ჯობია, ბაზარში დადექიო.
მოლდავეთში ჯერჯერობით მხოლოდ ორი სასამართლო პროცესი შედგა ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. საინტერესოა, რომ ორგანოებისა და ქალების ტრეფიკინგს ერთი და იგივე დამნაშავეობრივი ჯგუფები ეწევიან.
[ავრამის ხმა] "სადაც ადამიანების ტრეფიკინგს ეწევიან, იქ ორგანოების ტრეფიკინგიც არსებობს. ამ დამკვნამდე მივედით, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ტრეფიკინგის ორივე ფორმას ეწევიან ერთი და იგივე მაფიური კლანები და მათ ერთი და იგივე სახელმწიფო სტრუქტურები მფარველობენ. თანაც ტრეფიკინგის ორივე ფორმას ერთი და იგივე ადამიანები იძიებენ," უთხრა ალინა ავრამმა ჩვენს რადიოს.
ევროპის საბჭოს ანგარიში შეიცავს მოწოდებას საბჭოს უწყებებისადმი, რომ შეიმუშაონ საერთოევროპული სტრატეგია ორგანოების ტრაფიკინგის წინააღმდეგ და რომ გაუმჯობესდეს რეგიონული თანამშრომლობა. მაგრამ ანგარიშის ავტორის, ვერმონტ-მანგოლდის თქმით, მთავარი რეკომენდაცია არის სიღატაკისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.