უმაღლეს დონეზე გაწვრთნილი პირველი პროფესიული ქვედანაყოფი შეემატება. ერთი კვირის წინ კრწანისის პოლიგონზე შეკრება დაასრულა ამერიკულ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში მონაწილე თავდაცვის, შინაგანი ჯარისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის" 600 კაციანმა ბატალიონმა, რომელსაც 100 დღიანი ინტენსიური მომზადება ამერიკის შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების მე-10 დივიზიის ინსტრუქტორებმა ჩაუტარეს. თუ როგორ წაადგება ეს პროფესიული გამოცდილება საქართველოს თავადაცვისუნარიანობას, მომავალი აჩვენებს. კვირას კი ამერიკელთა მიერ გაწვრთნილი ქართველი სამხედროები, მთელი თავისი ბრწყინვალებით კიდევ ერთხელ წარსდგნენ პუბლიკის წინაშე.
15 დეკემბერს საქართველოს სამხედრო ძალების ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. კვირას საქართველოს არმიას ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი პირველი პროფესიული სამხედრო ქვედანაყოფი შეემატა. სწრაფი რეაგირების ძალების ბატალიონ "კომანდოს" მებრძოლების სანახავად, რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელობა, დიპლომატიურ მისიათა წარმომადგენლები და უმრავი ხალხი მოვიდა. სრულ საბრძოლო აღკაზმულობაში მყოფმა 600-მა მებრძოლმა, რომელიც ოთხი თვის მანძილზე, დღე-ღამეში თექვსმეტიანი საათიანი სპეციალური პროგრამით ეუფლებოდნენ თანამედროვე ბრძოლის წარმოების ხერხებს და მეთოდებს, ფიცი დადეს, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ ქვეყნის დასაცავად.
[ნაწყვეტი ფიციდან] "ყველგან და ყოველთვის, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, მტკიცედ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ვიქნებით შეურიგებელი მტრისადმი, თვალის ჩინივით გავუფრთხილდებით მეომრის მაღალ ღირსებას. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე."
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 'წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა 2002 წლის 29 აპრილს დაიწყო. გეგმის თანახამდ, ევროპაში ამერიკის შეერტებული შტატების სპეცოპერაციების სარდლობის სპეცდანიშნულების ძალების ინსტრუქტორებმა სწავლება, თავადაპირველად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახმელეთო ძალების 70 საშტაბო ოფიცერს ჩაუტარეს. 28 აგვისტოდან ამას მოჰყვა ბატალიონის დონის ტაქტიკური წვრთნები კრწანისის პოლიგონზე დაიწყო, სადაც ქართველი ჯარსიკაცებისთვის სპეციალური სასწავლო კლასები და საცხოვრებელი ყაზარმები აიგო. თუმცა, როგორც ბატალიონ "კომანდოს" მებრძოლმა ზაზა ორმოცაძემ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, წვრთნის განმავლობაში უფრო ხშირი იყო მოულოდნელი მარშები, სრული საბრძოლო აღჭურვილობითა და ექსტრემალურ პირობებისთვის დამახასიათებელი სირთულეებით.
[ზაზა ორმოცაძის ხმა] "დამახასიათებელი სირთულეებია, რომ თითოეულ ჯარისკაცს უწევს დაახლოებით 40 კილოგრამის ტვირთი ატაროს 40 კილომეტრი, 35 კილომეტრი და ეს სირთულეა. ასეთი სირთულეები კი ბევრი იყო. დახლეობით კვირაში სამი-ოთხი დღე ასე დავდიოდით. კოჯრიდან იაღლუჯამდე ჩამოვდიოდით ამ 35-40 კილოიანი ზურგჩანთებით."
საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებულ პირობებში ჩატარებულმა ინტენსიურმა სწავლებამ სსხვადასხვა ასაკისა და საბრძოლო გამოცდილების ექვსასკაციანი სამხედრო დანაყოფი, ოთხი თვის შემდეგ დისციპლინირებულ და ერთ მუშტად შეკრულ ორგანიზმად აქცია.
[ზაზა ორმოცაძის ხმა] "სამხედრო ცოდნა მივიღეთ, შევისწავლეთ როგორ უნდა გაიშალოს ასეული ტაქტიკურ სწავლებაში, ბრძოლის დროს როგორ უნდა გადაადგილდეს ასეული, როგორ უნდა გადაადგილდეს ოცეული, როგორ უნდა მოვახერხოთ შეტევა, როგორ უნდა მოვახერხოთ თავადაცვა, როგორ უნდა მოვახერხოთ ჩასაფრება. რა ვიცი, ბევრი რამე შეგვძინა."
ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორთა ჯგუფის ხელმძღვანელის, სპეცდანიშნულების მე-10 სადესანტო ჯგუფის უფროსის, მაიორ დევიდ გროსოს თქმით, ქართველმა სამხედროებმა თანამედროვე საბრძოლო ხელოვნების ყველა ელემენტი მონდომებით და სრულყოფილად შეითვისეს. მან "კომანდოს" მებრძოლებს "გამორჩეული ქართველები" უწოდა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო ემუშავა ქართველ ჯარისკაცებთან, რომლებსაც უნარი შესწევთ, შეასრულონ როგორც სპეციალური სახმელეთო, ისე ანტიტერორისტული საბრძოლო ამოცანა. აღსანიშნავია, რომ მაიორმა გროსომ და მისმა გუნდმა დაასრულეს მისია საქართველოში. ამერიკის შეარაღებული ძალების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შემდგომ ქართულ ბატალიონს უკვე ამერიკელი საზღვაო ქვეითები გაწვრთნიან. ამერიკელი ინსტრუქტორების სახელით, სამხედრო აღლუმზე, დევიდ გროსო ასეთი სიტყვებით დაემშვიდობა თავის ქართველ თანამებრძოლებს.
[დევიდ გროსოს ხმა] "თქვნ ბევრს შრომობდით და ბევრს მიაღწიეთ. და მაინც მე მინდა გავიხსენო უინსტონ ჩერჩილის სიტყვები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დიდ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც იყო და ჯარისკაციც: დღევანდელი გამოსაშვები ცერემონია დასარულის დასაწყისი კი არ არის, არამედ ეს არის დასაწყისის დასარული. დღეს თქვენ ზეიმობთ თქვენი ქვედანაყოფის ძალისხმევის დასაწყისს, ხვალ კი თქვენ თავად ჩაატარებთ წვრთნებს და საბრძოლო ოპერაციებს. თქვენ თავად შექმნით საკუთარ ისტორიას. იმუშავეთ ბევრი და ყველაფერში, რასაც გააკეთებთ დაკმაყოფილდით მხოლოდ მაქსიმუმით, რადგან თქვენ ხართ თქვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მომავალი."
თუმცა, ქართველი "კომანდოსების" მომავალზე და, განსაკუთრებით, მათი საბრძოლო გამოცდილების გამოყენებაზე, ამიერიდან მთლიანად საქართველოს ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის, თედო ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლება ამ ქვედანაყოფის უმთავრეს დანიშნულებად ტერორიზმის წინააღმდეგ მიიჩნევს.
[თედო ჯაფარიძის ხმა] "მე ვთქვი კიდევაც, რომ მათი გამოყენება შეიძლება, ვთქვათ, ნავთობსადენების დასაცავად, ვინაიდან არ არის გამორიცხული, რომ ტერაქტი ამ სისტემის წინაღმდეგ განხორციელდეს. ამიტომ, იმედია, რომ ეს ბატალიონები თავის გამოყენებას აქ ჰპოვებენ."
იანვრის პირველ რიცხვებში ამერიკელი საზღვაო ქვეითები ეროვნული გვარდიის მე-16 ბატალიონის წვრთნას შეუდგებიან. საქართველოს ყველა კუთხიდან შერჩეული 500 კაციანი ქვედანაყოფი ერთთვიან შეკრებას საჩხერეში გაივლის, რის შემდეგაც ბატალიონი კვლავ კრწანისის პოლიგონზე დაიდებს ბინას. შემდეგ რიგში დგანან მე-11 ბრიგადისა და ფოთის საზღავო ქვეითა ბატალიონები. სულ კი "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის დასრულების შემდეგ საქართველოს 2000 კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე ეყოლება.