Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ლიდერის, იასირ არაფატის მოადგილემ


პალესტინელთა ლიდერის, იასირ არაფატის მოადგილემ "ფათაჰის" მოძრაობაში, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე შეიარაღებული ამბოხი

პალესტინელთა ლიდერის, იასირ არაფატის მოადგილემ "ფათაჰის" მოძრაობაში, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე შეიარაღებული ამბოხი
პალესტინელებისთვის უაღრესად საზიანო აღმოჩნდა და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. "ფათაჰის" აქტივისტების მისამართით გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აბასი აღნიშნავს, რომ ორწლიანმა ამბოხმა სრულიად გაანადგურა ყველაფერი, რისი აშენებაც მანამდე მოხერხდა. არაფატის შესაძლო მემკვიდრის განცხადება ემთხვევა პერიოდს, როცა სულ უფრო მეტი პალესტინელი გამოთქვამს ეჭვს იმის თაობაზე, რამდენად შესაძლებელია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვება ძალადობის გზით. დღეს ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხუთი პალესტინელი მოკლეს.
XS
SM
MD
LG