ობიექტების პრივატიზების საკითხი. დადგენილების პროექტის შემოტანა ითავეს "ნაციონალური მოძრაობისა" და "გაერთიანებული დემოკრატების" საპარლამენტო ფრაქციებმა, რომელთა ინიციატივას პრეზიდენტის მხარდამჭერი ძალები ხსნიდნენ ამ პარტიის ლიდერთა ინტერესით – "თბილგაზი" არ გადასცემოდა "იტერას" და ზამთარში, უგაზობისა და სიცივის მოტივით, გამოეწვიათ დესტაბილიზაცია. სამშაბათს, 27 აგვისტოს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა თავკაცმა, მიხეილ სააკაშვილმა განმარტა პრეტენზიები "თბილგაზისა" და "იტერას" კამპანიის მიმართ.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა]: “თბილისის მოსახლეობა წლების განმავლობაში გაზრდილი ტარიფით იხდის გაზის გადასახადს. დღეს ჩვენი მთავრობა აცხადებს, რომ თბილისელების გადახდილი გაზის გადასახადი ვიღაცამ შეჭამა. ვინ შეჭამა? ვინ და, დღევანდელმა მთავრობამ. ვინ ჩუქნის “თბილგაზს” რუსეთს? საქართველოს დღევანდელი მთავრობა, რადგან ეშინია, შემოდგომაზე ხალხი არ გაბრაზდეს და არ მოჰკითხოს პასუხი წინა წლების ქურდობისათვის. მთავრობა ცდილობს მისივე მოპარული ჩამოწეროს საქართველოსა და ხალხის ხარჯზე. თუ “თბილგაზი” გადაეცა “იტერას”, ამით ქართველი მომხმარებელი გაზს ვერ მიიღებს, რადგან ინფრასტრუქტურაში ჩასადები ფული “იტერას” არა აქვს. გარიგების არსი ის გახლავთ, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ და მისმა ოჯახმა შეძლონ ამ ქვეყნის მართვა, მინიმუმ, მომავალი წლის გაზაფხულამდე. პრაქტიკულად, ეს არის სულის ეშმაკისთვის მიყიდვა. მერე, ეშმაკი რომ მოგაკითხავს გაზაფხულზე და გეტყვის, აჰა, ძმაო, ზამთარი გადაგატანინე იმიტომ, რომ გეშინოდა, ვერ გადაიტანდი და მოდი ახლა, პირობებზე ვილაპარაკოთო, მე მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო, რა პირობები იქნება ეს”.
მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ “იტერასთვის” “თბილგაზის” გადაცემა კლავს ბაქო-ჯეიჰანის გაზსადენის ამოქმედების პერსპექტივას. თუმცა, პირველ შემთხვევაში ლაპარაკია გაზგამანაწილებელ ქსელზე, ხოლო ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტზე ნავთობსადენმა უნდა გაიაროს. სააკაშვილს, ალბათ, შაჰდენიზის გაზსადენის თქმა უნდოდა. სააკაშვილი ამბობს, რომ ამით ჯვარს ვუსვამთ საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და მთავარ სტრატეგიულ მოწინააღმდეგეს ვაძლევთ უმთავრეს სტრატეგიულ ობიექტებს [სააკაშვილის ხმა]: “მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი არ ხდება უანგაროდ და აქ გათვალისწინებულია გამკეთებელი ხალხის გარკვეული ინტერესები. რუსეთთან წილში ჩაჯდომა ბევრად ადვილია, ვიდრე ამერიკელებთან ან ინგლისელებთან. ამერიკელები ჯოხთაბერიძეებს და სხვებს პრეზიდენტის კლანიდან, მირცხულავებს და პავლიაშვილებს წილებში არ ჩაისვამენ. რუსები ამას ყოველთვის დიდი სიამოვნებით აკეთებდნენ და გააკეთებენ. ამით იზიდავს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ჩვენს მინისტრებს”.
სააკაშვილი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს და შეიძლება შეუერთდეს კიდეც მის სარჩელს, რომელიც სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების პრივატიზების შეჩერებას ითვალისწინებს, რადგან დღეს მათი პრივატიზაცია ქვეყნის საზიანოდ მუშაობს [სააკაშვილის ხმა]: “დღეს ლაპარაკია ელექტროკავშირზე, თბილგაზზე, დისტრიბუციისა და ენერგობაზრის სისტემაზე, ფოთის პორტზე, აზოტსა და ზესტაფონის ფეროზე. ყველა ამ ობიექტის პრივატიზება დღეს მოხდება ან რუსების, ან შევარდნაძის ოჯახის სასარგებლოდ და არც ერთის – საქართველოს სასარგებლოდ. თუ რუსებმა “თბილგაზი” ჩაიგდეს ხელში, ეს მოასწავებს “თელასის” სერიოზულ განეიტრალებას. “თელასი” აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ, რადგან გაზით მომარაგება, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. რუსები იმთავითვე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამერიკელთა მონაწილეობას ქართულ ენერგოსისტემაში. ეს არავისთვის საიდუმლო არ არის”.