დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ავთანდილ იოსელიანის განცხადებით, აფხაზები და დაქირავებული რუსეთის მოქალაქეები უახლოეს დღეებში კოდორის ხეობის აღებას გეგმავენ.
იოსელიანის განცხადებით, ტყვარჩელის, ლათასა და წებელდას მიმართულებით მოხდა კონცენტრირება 1500-მდე შეიარაღებული ადამიანისა, რომელთა შორის, აფხაზებთან ერთად, რუსეთის სამხრეთ რაიონებში დაქირავებული მოხალისეებიც არიან. ავთანდილ იოსელიანმა პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტს უთხრა, რომ აფხაზები კოდორის “გაწმენდას” გეგმავენ. მისი ვარაუდით, სამხედრო ოპერაცია 16-დან 20 მაისამდე მონაკვეთისთვის არის დაგეგმილი, რასაც კოდორის ხეობის მიმართულებით საბრძოლო ტექნიკის მაქსიმალური მობილიზებაც მოწმობს.