Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰომოფობიასთან ბრძოლის რვა წელი


ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს, საქართველოში წელს მერვედ აღნიშნავენ. ლგბტ თემის წევრებმა ჰომოფობია თბილისში მშვიდობიანი აქციით პირველად 2011 წლის 17 მაისს აღნიშნეს. იმ წელს17-მა მაისმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. 2012 წელს, 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე მსვლელობით გააპროტესტეს და პირველი წინააღმდეგობაც მაშინ შეხვდათ - რუსთაველის გამზირზე მათ გზა გადაუკეტა ხალხის ერთმა ნაწილმა, სასულიერო პირების თანხლებით. მაშინ, აქციაზე შეხლა-შემოხლის დროს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. კულმინაციამ მომდევნო წლის 17 მაისს მიაღწია, როდესაც თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში შეკრებილ რამდენიმე ათეულ ადამიანს კონტრაქციის უკვე კარგად მობილიზებული ათასობით მონაწილე დაუპირისპირდა... მას შემდეგ ყოველი წლის 17 მაისის დადგომის წინ ვითარება იძაბება - ლგბტ თემი დღემდე იბრძვის გამოხატვის თავისუფლებისთვის, ის ხალხი კი, ვინც 17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაწესებულ დღესასწაულს, ოჯახის სიწმინდის დღეს, აღნიშნავს, დღემდე აპროტესტებს ლგბტ თემის ქუჩაში გამოსვლას და კონტრაქციებით იმუქრება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG