წყნეთი-ბეთანიის გზა იხსნება
წყნეთი-ბეთანიის გზის 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დანგრეული მონაკვეთის ხელახლა აშენებას 14 თვე დასჭირდა და თითქმის 26 მილიონი ლარი დაჯდა. მიუხედავად იმისა, რომ წყნეთი-ბეთანიის მთელი მარშრუტი, მთლიანობაში, მეწყერსაშიშ ზონად რჩება, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ახალი გზა განსაკუთრებულად საიმედო და უსაფრთხო იქნება. ეს არის გზა, რომლის აღდგენასაც, უკვე სამი წელიწადია, ელოდებიან როგორც თბილისში, ასევე გადაღმა დასახლებებში: ბეთანიაში, კიკეთში, ორბეთსა თუ მანგლისში. შემოვლითი გზა, რომლითაც მძღოლები ამჟამად სარგებლობენ, 3-4-ჯერ უფრო გრძელია. 13 ივნისის სტიქიის შემდეგ უკვე 36 თვე, სამი წელიწადი გავიდა. რატომ დაგვიანდა და გაჭიანურდა წყნეთი-ბეთანიის ჩამოშლილი მონაკვეთის აღდგენა?
ეპიზოდები
-
მარტი 17, 2025
პროტესტი ტრანსპორტში ტრანსპარანტებით
-
მარტი 16, 2025
არც ისე ტურისტული სეზონი - ფენოვანი 2.50
-
მარტი 11, 2025
16-ჯერ დაჯარიმებული
-
მარტი 11, 2025
შვილი: ია ფარულავა
-
მარტი 10, 2025
24 საათი ბოიკოტში მყოფ სტუდენტებთან
-
მარტი 10, 2025
ლაზერებით გამოხატული პროტესტი