„ჩუმენი“ - ჟესტური ენის მასწავლებელი
„ჩუ“ თამაშია, რომელიც ჟესტურ ენას ასწავლის. ამ სამაგიდო თამაშის ავტორი სალომე წიქვაძეა, რომელმაც იდეის განხორციელებაში ძმაც ჩაითრია. თამაშის პრინციპი მარტივია - ბარათზე გამოსახული „ჩუმენის“ ინსტრუქციას უნდა მისდიო. თანმიმდევრულად გახსნილ ბარათებზე გამოსახული ჟესტები უშეცდომოდ გაიმეორო და ყველაზე მეტი რგოლი დააგროვო. ამასობაში, მეხსიერების ვარჯიშთან ერთად, ჟესტური ენაც შემოგესწავლება. თუ სულ გაინტერესებდა გაგეგო როგორ გამოსახო ხელის მოძრაობით სიტყვები, მაგალიათად, „გამარჯობა“, „სიყვარული“, “სახლი“, „მამა“, „ჩანგალი“ და სხვა, სამაგიდო თამაში „ჩუ“ წაგახალისებთ. რამდენიმე თამაშის შემდეგ ზეპირად გეცოდინებათ სულ მცირე 32 ჟესტი.
ეპიზოდები
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან
-
მარტი 25, 2025
მაღაროელები თბილისში