ლიზა სახელმწიფო მიერ აღიარებული თარჯიმანი და მთარგმნელია, ეტლზე მჯდომმა, მრავალმხრივი განათლება ჩეხეთში მიიღო, სხვათა შორის მუშაობა უწევს პატიმრებთან, სასამართლოებში და ციხეებში „სირბილი.“
ვერ წარმომიდგენია, რომ აქ რაღაც ვერ შევძლო, რომც შემხვდეს წინააღმდეგობა, ამას მარტივად ვუყურებ, რადგან „არაბარიერული ცხოვრების“ ბევრი ალტერნატივა არსებობს და ეს წინააღმდეგობა აღარ ქმნის სტრესულ გარემოს, უხსნის ლიზა კვინიკაძე პოდკასტის ავტორს - ოქროპირ რუხაძეს და ჰყვება, ვერ წარმომიდგენია, რომ რაღაც არ შემიძლია, რადგან ეტლზე ვზივარო.
ასე ხედავს ლიზა ცხოვრებას, რომელიც, თვითონ ამბობს ასე, ევროპამ ასწავლა, ასწავლა იმან, რომ გაიზარდა თავისუფლად - ევროპაში, ღირებულებებს უფრო სხვანაირად უყურებს, რა შეუძლია ამა თუ იმ ადამიანს, არ აქვს ადამიანების დაყოფის მომენტი, ყველა ადამიანი ერთი შესაძლებლობის არის.
ლიზას იმდენს და მათზე მეტსაც აღწევს, ვინც არაა შეზღუდული გადაადგილების მხრივ. ადამიანისთვის დახმარების ძალიან დიდი სურვილი - ესაა მოთხოვნილება და ამ ადამიანების მადლიერება - ენერგიას მატებს.
ექვსი წლის წინ, როცა ჩეხეთში მასზე ფილმი გადავიღეთ, ახლა უკვე მაგისტრი, პრაღის მეტროპოლის უნივერსიტეტში სწავლას ამთავრებდა. მაშინ მითხრა ლიზამ, რაც ვარ ჩეხეთში, იქ, სამშობლოშიო არ ვიქნებოდიო.
უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპის კვლევის განხრით დაამთავრა და დიპლომატიური სამუშაო სურდა მაგრამ სხვა საქმეს ემსახურება.
დღესაც ამბობს, რაც შემიძლია სულ საქართველოს მოვახმარ, რომ ვიცოდე, რომ იქ დამოუკიდებლად შემეძლება ცხოვრება და მუშაობაო, მაგრამ ამაში ახლაც ეჭვი ეპარება. საბოლოო ჯამში, მხოლოდ პანდუსი და ბარიერის გარეშე ქუჩაში ავლა არ არის მხოლოდ ეტლით მოსარგებლეთა მიმართ დამოკიდებულების განმსაზღვრელი. ლიზა ამბობს, რომ მენტალიტეტზეა ბევრი გამოკიდებული და საქართველოში ამ მხრივ ძველი მიდგომა აქვთ, თუნდა სიტყვა „ინვალიდის“ კვლავ არსებობა. ევროპაში მისი დაკვირვებით, ბავშვებმა პატარაობიდანვე იციან, რატომ დასჭირდა ამა თუ იმ ადამიანს ეტლით სარგებლობა, რასაც დროულად უხსნიან მათ. ბავშვობიდანვე უნდა იცოდეს ბავშვმა, რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანია, უბრალოდ ეტლით გადაადგილდება.
ამიტომ ლიზა ჩეხეთში საქმიანობს - უმაღლესი განათლებას დაემატა სხვადასხვა ლიცენზიები, აიმაღლა კვალიფიკაცია იურისპრუდენციის მიმართულებით და გახდა თარჯიმანი - მთარგმნელი, ხელი მოკიდა საქმეს, რომელსაც ბევრი მომხმარებელი ჰყავს: საქართველოსთან მიმოსვლა დიდია, ბევრი ჩამოდის, ბევრს აქვს ჩეხეთის ხელისუფლებასთან სხვადასხვა მიზეზით - სხვადასხვა ბუნების საქმე გასარჩევი.
ლიზა ბუნებით ფსიქოლოგია, ამ პროფესიის ადამიანის სხივი აქვს, რომელმაც სულში ჩახედვა იცის და ამას მიდასტურებს, სულ ადრე ფსიქოლოგობაც მინდოდაო.
თუმცა ლიზას თარჯიმნობა მხოლოდ სიტყვების გადათარგმნას არ მოიცავს, ამის მიღმა ბევრად რთული საქმეა, „მენტალობა უნდა თარგმნო,“ როცა უცხოელებსა და ჩეხებს შორის უწევს ეს „შუამავლობა.“
ფორუმი