Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბედიანელების ბედი


ბედიანელების ბედი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:56 0:00

დაბა ბედიანის მოსახლეობა ფსიქიატრიული კლინიკის დახურვას და მის ადგილას, სავარაუდოდ, ნარკოსარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას ეწინააღმდეგება. ბედიანელები შიშობენ, რომ ეს პროცესი დაბას დააზარალებს. ჯანდაცვის სამინისტროში მათ შიშებს უსაფუძვლოს უწოდებენ. “მოსახლეობის ნაწილი, რომელიც კლინიკაშია დასაქმებული შიშობს, რომ დაკარგავენ სამსახურს. ეს არის აბსოლუტრად დაუსაბუთებელი შიში, ჩვენ წლის ბოლომდე, ვგეგმავთ პაციენტებს გადმოყვანას და იქ ნარკორეაბილიტაციის ცენტრის გახსნას“, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და იქვე ამატებს, რომ ის პერსონალი, რომელიც ახლა ფსიქიატრიულ კლინიკაშია დასაქმებული სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს ნარკოსარეაბილიტაციო ცენტრშიც.

XS
SM
MD
LG