უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ვურიგებთ იარაღს ყველა პატრიოტს
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ყველას, ვისაც ხელში იარაღის ჭერა შეუძლია, მოუწოდებს უკრაინის ტერიტორიის დამცველთა რიგებში ჩადგეს.
„გავამარტივეთ პროცედურები, აიღეთ მხოლოდ პასპორტი, მხოლოდ პასპორტი! ვურიგებთ იარაღს ყველა პატრიოტს, ვინც უყოყმანოდ მზადაა გამოიყენოს ის მტრის წინააღმდეგ. ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ვდგავართ მწყობრად. გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების. დიდება ერთიან უკრაინას!“ - ამბობს ალექსეი რეზნიკოვი.
ჩეხეთის პრეზიდენტი რუსეთის SWIF-ტის სისტემიდან გათიშვას ითხოვს
ჩეხეთის პრეზიდენტი, მილოშ ზემანი, რომელსაც ოპონენტები წარსულშ ხშირად აკრიტიკებდნენ რუსეთის მხარმაჭერის გამო, რუსეთის SWIF-ტის სისტემიდან გათიშვას ითხოვს.
SWIFT საერთაშორისო სისტემაა, რომელსაც იყენებენ საგადასახადო გადარიცხვებისას და უსაფრთხო შეტყობინებების გასაგზავნად. მასში 200-ზე მეტი ქვეყანა და 10 ათასზე მეტი ფინანსური ინსტიტუტია გაერთიანებული.
რუსეთის „გარიცხვა” ნიშნავს, რომ მისი ბანკებისთვის საზღვარგარეთ მუშაობა თითქმის შეუძლებელი გახდება. თანაც, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა - 2012 წელს, ირანს უკვე შეუზღუდეს Swift-ზე წვდომა, რამაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.