ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შეშფოთება გამოხატა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო ჯანდაცვის სფეროში მოსალოდნელ კრიზისთან დაკავშირებით.
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ VTB ბანკზე დაწესებული სანქციების შემდეგ ცნობილია, როგორ აისახება ის ამავე ბანკის ქართული წარმომადგენლობის კლიენტებზე. ბანკს შეეზღუდა დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები.
როგორც "ვითიბი ბანკი" - საქართველოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ამ შეზღუდვების შემდეგ ბანკი აგრძელებს მუშაობას და სხვა ბანკში გადარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. "ვითიბი ბანკი" - საქართველოს კლიენტი ვერც საქართველოში არსებულ სხვა ბანკში გადარიცხავს უცხოურ ვალუტას - თანხის გადარიცხვის ნაცვლად ადამიანმა ფული უნდა გამოიტანოს ანგარიშიდან და სხვა ბანკის ანგარიშზე შეიტანოს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს ეროვნული ინტერესების“ გათვალისწინებით, არ აპირებს უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს საქართველოც მიუერთდეს, მას ჰკითხეს, გეგმავს თუ არა კიევში ჩასვას მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოსახატად - ისევე, როგორც ეს უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა საქართველოს მხარდასაჭერად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ღრიბაშვილის პასუხი: